ზაქარია ქურდიანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია ქურდიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ძველი კუკია); დიმიტრი უზნაძის ქუჩიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 30-იან წლებში. ადრე ალექსის ქუჩა ერქვა. სახელი დაერქვა 1850 წელს დიდი მთავრის, ალექსის (ალექსი ალექსანდრეს ძე) დაბადებასთან დაკავშირებით. დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე. 1923 წელს ეწოდა ნ. ჩერნიშვესკის სახელი. 2000 წელს ადრინდელი ნ. ჩერნიშევსკის ქუჩის ნაწილს ზაქარია ქურდიანის სახელი დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 3 ჩიხი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები