ზაჰესის პეტრე მოციქულის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაჰესის პეტრე მოციქულის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას ზაჰესის დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 მეტრზე, გორაკზე. სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება გარდამავალ პერიოდს.

ეკლესია დარბაზულია (11X67 მ), ნაგებია ქვიშაქვით. დაზიანებულია შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა კარი შიგნით და გარეთ არქიტრავით არის გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. აფსიდის წინ, 0,4 მეტრზე ქვის კანკელი დგას (შემორჩენილია 1 მ სიმაღლეზე). კამარის შეკიდული საბჯენი თაღი აგურისაა. იგი ქვის კრონშტეინებს ეყრდნობა. კონქის და კამარის ზედა სივრცე შენობის მთელ სიგრძეზე შეკრულია პილასტრებით, რომლებიც სახურავის კეხის საბჯენების როლს ასრულებენ, ეკლესიის თაროსებრ ლავგარდანს (შემორჩენილია ფრონტონის კუთხეებთან) ჰორიზონტლური შემონაკეცები ჰქონია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები