ზემო ჩოჩეთის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ჩოჩეთის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ჩოჩეთის ოკაანთ უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (17,4 X 11,7 მ), ნაგებია აგურით. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, გვერდებზე - პატარა ბრტყელი ნიშები. თითო განიერი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთი ვიწრო სარკმელი - დასავლეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი მასიური პილასტრია, რომლებზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. ეკელსიაში ყოფილა ხის პატრონიკე. ეკლესიას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული, რომელიც გადახურულია აგურის გუმბათითა და კრამიტის პირამიდული სახურავით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე და სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულ ქვიშაქვის ქვებზე შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები