ზემო ხანდაკის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხანდაკის სამების ეკლესიაეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ხანდაკიდან 2-3 კილომეტრზე, მოშიშვლებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,15 X 5,75 მ), ნაგებია ნატეხი რიყის ქვითა და ქვაფიქალით. გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. არაღრმა აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. მის ორივე მხარეს მცირე ნიშებია. სარკმლის ქვეშ მთლიანი ქვის სატრაპეზო დგას. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზის ცილინდრული კამარის ქუსლები გრძივ კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის ფასადი საკმაოდ განიერია და მეტისმეტად მაღალი ფრონტონი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები