ზვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზვარ-ი (სომხ. զվար) – სომხეთის მთიანეთში, მდ. მეღრის ერთ-ერთი მთავარი შენაკადის ნაპირზე, სოფ. ლიშქთან ახლოს მდებარე ბაზილიკის ტიპის ქრისტიანული ტაძარი, სადაც სომხებთან ერთად მაჰმადიანი თურქებიც ლოცულობდნენ. აქ ვარდავარის (ფერისცვალების) დღესასწაულზე მეღრის ყველა სოფლებიდან მლოცველები იკრიბებოდნენ. ჩვეულებრივ დღეებში სამლოცველოსთან მგზავრები ჩერდებოდნენ და ზვარს დაბაქლუს უღელტეხილზე გადასვლაში მფარველობას შესთხოვდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მთიან სომხეთში, იქ, სადაც ქრისტიანი სომხები მაჰმადიან თურქებთან ერთად ცხოვრობდნენ, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ერთად ლოცულობდნენ (იხ. „ბაღავან-უჩქილისი“, „ბუღაქარი“, „პირ-დოვდანი“, „სურბხაჩი“). მათთვის დაბაქლუს უღელტეხილის ამ მხარეს ზვარი იმავე ფუნქციას ასრულებდა, რასაც მეორე მხარეს მდებარე პირ-დოვდანი.


ლიტერატურა

Лисициан С. „Святыни“ у перевалов // СЭ. 1936, № 4-5.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები