ზურმუხტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურმუხტი

ზურმუხტი − (ინგლ. emerald < შუაინგლ. emeraude, emeralde < ძვ. ფრანგ. esmeraude, esmeralde, esmeragde < ლათ. Sma-ragdus < ბერძ. smáragdos მწვანე ქვა), მწვანე ან ღია მწვანე ფერის მყიფე მინერალი ბივრილის ჯგუფისა. პირველი კლასის ძვირფასი საიველირო ქვა, რომელიც შეიცავს ქრომს.

ქიმიური ფორმულა – Be3Al2(SiO3)6;
სიმკვრივე – 2690-2780 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 7,5-8;
მინარევები: რკინის ჟანგი (Fe2O3), ვანადიუმის ჟანგი (V2O3), ქრომის ჟანგი (Cr2O3).

ზურმუხტის თვლებს დიდად აფასებდნენ ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, სამხრეთ ამერიკის ძველ ცივილიზაციებსა და სხვ., აგრეთვე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. უდეფექტო ზურმუხტის ქვის ღირებულება (წონით მეტი 5 კარატზე) ზოგჯერ აჭარბებს ალმასის ღირებულებას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები