ზღვართა თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზღვართა თეორია – თეორია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მათემატიკური ანალიზის საფუძველს. ზღვართა თეორია შეისწავლის ზღვრების თვისებებს და ადგენს მათი არსებობის პირობებს და იმ წესებს, რომლებითაც შესაძლებელია (ვიცით რა რამდენიმე მარტივი ცვლადის სიდიდის ზღვარი) განვსაზღვროთ ამ სიდიდეების მარტივი ფუნქციების ზღვარი. ზღვართა თეორია ადგენს მთელ რიგ თეორემებს, რომლებიც აადვილებენ ზღვრების მოძებნას.