ზღვის ენების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზღვის ენების გვარი − Solea
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კამბალასნაირნი
ოჯახი: ზღვის ენები
გვარი: ზღვის ენები
თევზების გვარი ზღვისენების ოჯახისა. სხეული წაგრძელებული, ფოთლისებური ან ენისებურია. პირი ქვედაა, დინგი ბლაგვი. პირის ხვრელი ვიწროა. სხეული წვრილი კტენოიდური ქერცლითაა დაფარული. გვერდითი ხაზი სწორია. ბრძა მხარეზე ერთი ნესტოთაგანი ფართო და ფოჩიანია.
გავრცელებულია ევროპის სანაპიროებში შავი ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვებამდე, სიგრძით 61 სმ-ს აღწევს.
შავ ზღვაში გავრცელებულია ზღვის ენის ერთი სახეობა − ზღვის ენა.