ზღვის მამლების ოჯახი
ზღვის მამლების ოჯახი – Triglidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: ზღვის მამლები
სხივფარფლიანი თევზების ოჯახი. სხეული წაგრძელებული ფორმისაა და ქერცლით ან ფირფიტებითაა დაფარული. ლაყუჩთა აპკები ლაყუჩშორის მანძილთან შეზრდილი არაა. მკერდის ფარფლები, ჩვეულებრივ, დიდი ზომისაა და აღჭურვილია ორი ან სამი თავისუფალი სხივით, რომლებიც შეხების ორგანოს და ნაწილობრივ მოძრაობის ორგანოს როლს ასრულებენ. ზურგს ორი ფარფლი აქვს. ანალური ფარფლი ზურგის მეორე ფარფლის სიგრძის თითქმის თანაბარია. წინაპირიანია. ყბებზე კბილები აქვს. გვერდითი ხაზის ორგანო კარგადაა გამოსახული. ზღვის მამალი ფსკერული თევზია. გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ზღვებში. შავ ზღვაში ამ ოჯახიდან ერთი გვარი, გვხვდება, რომელიც წარმოდგენილია ერთი სახით.