ზღვის პატარა დრაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის პატარა დრაკონი – Trachinus draco L

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: დრაკონისნაირნი
ოჯახი: დრაკონისებრნი

თევზის სახეობა დრაკოონისებრთა ოჯახისა. ზურგის ორი ფარფლი აქვს, პირველი მოკლე ქიცვიანი სხივებით და მეორე ძლიერ გრძელი. ანალური ფარფლიც მეტად გრძელია. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების წინაა. მკერდის ფარფლები მომრგვალო ფორმისა და ვერტიკალური მდებარეობისაა. სხივების ფუძესთან (ზურგის ფარფლების და ლაყუჩის სახურავის ქიცვზე) შხამიანი ჯირკვლები აქვს. სიგრძით 25-30 სმ-ს აღწევს, იშვიათად − 40 სმ-ს. ცხოვრობს ფსკერზე და ირჩევს ქვიშიან ადგილს. ის ჩაეფლობა ქვიშაში ისე, რომ თავის ნაწილი ჩანდეს და თვალებით თავისუფლად დარაჯობდეს მსხვერპლს, ამგვარად ჩასაფრებული იგი უახლოვდება და თავს ესხმის მას.

ზღვის პატარა დრაკონი წვრილი თევზებითა და კიბოსნაირებით იკვებება. ქვირითს გაზაფხულზე ყრის. ქვირითი წვრილია (0,94-111 მმ დიამეტრისაა) ცხიმოვანი წვეთი აქვს. განვითარება წყლის სიღრმეში ხდება. ხორცი გემრიელია და საკვებადაა გამოყენებული.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები