ზღვის ფარგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ფარგა − Sander marinus (Cuvier, 1828)

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
გვარი: ფარგები

თევზის სახეობა ქორჭილასებრთა ოჯახისა. ყბებზე და სასის ძვლებზე ეშვები აქვს. ლოყა შიშველი ან თითქმის შიშველია. ლაყუჩის სახურავი ან მთლიანად, ანდა მხოლოდ მის ზემო არეშია ქერცლით დაფარული. მუცლის ფარფლების შორისეული მანძილი მათი ფუძის სიგანეზე ნაკლებია ან მისი თანაბარია. ზურგის ფარფლები ერთმანეთისაგან მცირე მანძილით არიან დაშორებული ან ერთმანეთს ეხებიან. ზედა ყბა ტუჩის უკანა კიდემდე ან თითქმის თვალის უკანა კიდემდეც აღწევს. დინგი გრძელი და ფართოა. შუბლის სიგანე ზრდასრულებში თვალის დიამეტრს საგრძნობლად სჭარბობს, ანალური ფარფლის ქიცვები, ჩვეულებრივ, სუსტია და ფარფლის რბილ ნაწილთან მიჯრითაა მიწყობილი. პილორული დანამატები 5-7-ია.

შეფერილობით შავი ზლვის ფარგა ჩვეულებრივზე მკრთალია, ზურგი ღია რუხია, სხეულზე 12-13 განივი, არამკვეთრად გამო ხატული მუქი ლაქებია. ზოგიერთებს შეიძლება, რომ ასეთი ლაქები არ ჰქონდეს.

გვხვდება კასპიის ზღვის ზოგიერთ რაიონში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იშვიათად შედის დნეპრისა და ბუგის შესართავებში, სადაც ქვირითს ყრის.

შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ნაპოვნია მხოლოდ ერთი ეგზემპლარი 143 მმ-ის სიგრძისა მდინარე ბესლეთიდან, რომელიც აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციებში ინახება.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები