ზღვის ფინიების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის ფინიების ოჯახი – Bienniidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზღვისფინიისნაირნი
ოჯახი: ზღვისფინიისებრნი

თევზების ოჯახი ზღვისფინიისნაირთა რიგისა. ამ ოჯახში პატარა ზომის თევზებია გაერთიანებული, სიგრძით 25 სმ-ს არ აღემატება. შედარებით მოკლე ანალური ფარფლი აქვს, რომელშიაც 30-ზე ნაკლები სხივია. ზურგის ფარფლები ერთი ან ორია, რომელშიაც სუსტად განვითარებული ქიცვებია. ისინი მკვეთრად შეფერადებული, სანაპირო ზონის თევზებია. კანი მდიდარია ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებით, შიშველია ან წვრილი ქერცლითაა დაფარული. სხეული წაგრმელებულია და გვერდებიდან შებრტყელებული. თავი დიდია. მუცლის ფარფლები ხახასთანაა მიბრჯენილი და მასში 2-5 დატოტვილი სხივია. ზურგის ფარფლები უმეტეს შემთხვევაში ერთადაა შეერთებული, მთლიანია. ყბებში თითო მწკრივად მჭიდროდ ჩამსხდარი გრძელი კბილებია. თვალების წინ, ნესტოების მახლობლად ან ლოყებზე სხვადასხვანაირი საცეცები აქვს. იკვებებიან მოლუსკებით, კიბოსნაირებითა და ჭიებით. გავრცელებულია ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ წყლებში, ზოგიერთები ძლიერ ღრმა სიღრმეებში იჭრებიან. შავ ზღვაში გავრცელებულია შვიდ სახეზე მეტი ზღვის ფინია. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი შავი ზღვის ფინია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები