ზღვის ქარიყლაპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზღვის ქარიყლაპია – Belone Belone euxina
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: იალქნოსნისნაირნი
ოჯახი: ბარაკუდასებრნი
გვარი: ზღვის ქარიყლაპიები
თევზის სახეობა ბარაკუდასებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებული და თითქმის მრგვალია. ყბები ნისკარტივითაა წაგრძელებული და აღჭურვილია წვრილი კბილებით. თვალის დიამეტრი შუბლის სიგანის თანაბარია. ძვლები მწვანეა. მალების რაოდენობა 80-84.
გავრცელებულია შავ ზღვაში და აზოვის ზღვის უფრო მომლაშო დასავლეთ ნაწილში. ძირითადი ფორმა გავრცელებულია (Belone Belone) ხმელთაშუა ზღვიდან შუა ნორვეგიამდე. გვხვდება აგრეთვე ბალტიის ზღვაში ფინეთის უბემდე.