თარხნიშვილი მიხეილ
მიხეილ თარხნიშვილი − (1897-1958), ქართველი თეოლოგი, კათოლიკე სასულიერო პირი, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის მკვლევარი.
მიხეილ თარხნიშვილის ღვაწლი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში დაცული უძველესი ქართული წარწერებისა და ხელნაწერების გამოქვეყნება-შესწავლაში განუზომლად დიდია. მეცნიერმა შეისწავლა გრაცის უნივერსიტეტისა (ავსტრია) და ვატიკანის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერები. გერმანულ ენაზე გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია კორნელი კეკელიძის „ძველი ქართული მწერლობის ისტორიის“ I ტომის საფუძველზე (Tarchnisvili 1955). ნაშრომს დამატების სახით დაურთო ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კიმენური რედაქციის ქართული თარგმანების სია და სახელთა საძიებელი.
მ. თარხნიშვილმა გამოაქვეყნა ძველი ქართული ლიტერატურის შემდეგი ძეგლები:
ჟამისწირვის ძველი ქართული თარგმანები (Tarchnišvili 1950),
პეტრიწონის ტიპიკონი (Tarchnišvili 1954),
იერუსალიმის ლექციონარი (Tarchnišvili 1959);
ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნსაცავებში (თარხნიშვილი 1953; Tarchnichvili 1962).
მიხეილ თარხნიშვილის ნაშრომებს აქვეყნებდნენ: ქართველოლოგიური ჟურნალი “Bedi Kartlisa“, “Byzantische Zeitschrift“, “Le Museon“, “Oriens Christianus“ “Archiv für Liturgiewissenschaft“ და სხვ.
მკვლევარი ბეჭდავდა საქართველოს შესახებ ისეთ ენციკლოპედიაში, როგორიცაა: “Enciclopedia Cattolica“. “Corpus Scriptorum Christianorum Orientalis“-შ გამოქვეყნდა: ძველი ქართული ლიტურგიები, გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი, ქართულილექციონარი.