თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია

თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია – (ინგლ. St. Peter and St. Paul's Catholic Church in Tbilisi), კათოლიკური ეკლესია ქ. თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე.

ტაძრის პროექტი შედგა 1861 წელს, ხოლო მისი მშენებლობა 1870-77 წწ. მიმდინარებდა (ქართველი მეცენატის, კათოლიკე კონსტანტინე ზუბალაშვილის თანადგომით). ტაძრის არქიტექტორია თბილისში მოღვაწე გერმანელი ალბერტ ზალცმანი. ეკლესიის არქიტექტურას რომაული ბაროკული ტაძრის, კერძოდ კი, ჯაკომო ვინიოლას „ილ ჯეზუს” XVI საუკუნის ტაძრის ფორმა უდევს საფუძვლად. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, აღმოსავლეთით კი ნახევარწრიული ორსარკმლიანი აფსიდით მთავრდება. ინტერიერი მრავაფეროვანია. კედლები კორინთული ორდერის შეწყვილებული პილასტრებითაა დანაწევრებული და ნიშებითაა დატვირთული, რომლებშიც წმინდანთა გამოსახულებებია განთავსბული. ტაძარის საკმაოდ დიდი ზომის სარკმლები რთული პროფილის საპირეებითაა შემკული, რომელთა თავზე ყვავილთა და ანგელოზთა ჰორელიეფური გამოსახულებებია. დასავლეთ მკლავში მოწყობილია პატრონიკე, სადაც მოხვედრა ინტერიერშივე არსებული ხვეული კიბის მეშვეობითაა შესაძლებელი. ივ. ჯავახიშვილის ქუჩის მხარეს მიმართული პილასტრებით შემკული დასავლეთ ფასადი ორი მაღალი კოშკითა და დიდი ნახევარსფერული გუმბათით სრულდება, რომელიც აფრების მეშვეობით ორ მძლავრ სვეტსა და ორ ნახევარსვეტს ეყრდნობა. მასში 12 სარკმელია გაჭრილი. ტაძრის ინტერიერი თითქმის მთლიანად მოხატულია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში გუმბათიანი სამრეკლოა. ტაძარში მრავლადაა კათოლიკური ეკლესიისათვის დამახასიათებელი წმინდანთა სტატუეტები



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები