თეატრალური ანთროპოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ანთროპოლოგია – თეორიულად ეს დისციპლინა მიზნად ისახავს თეატრმცოდნური შემეცნების ორგანიზაციას. ამ მიზნით ე. ბარბამ შექმნა თეატრალური ანთროპოლოგიის შემსწავლელი ინტერნაციონალური სკოლა (International School of Theatre Antropology), რომელშიც 1980 წლიდან მიმდინარეობს სტაჟირება. „ეს არის დაწესებულება, სადაც ისწავლება, გარდაიქმნება და ცხოვრებაში ინერგება ახალი თეატრალური პედაგოგიკა; ეს არის დისციპლინათშორისი კვლევის ლაბორატორია. იგი ხელს უწყობს თეატრის მოღვაწეებს განზავდნენ სოციალურ გარემოში იტელექტუალური მოღვაწეობით და სპექტაკლებით“ (ე. ბარბა).

ანთროპოლოგიის ანუ კულტურის თეორიის კუთხიდან თეატრის განხილვა, უშუალოდ დაკავშირებულია თეატრის წარმოშობის შესწავლასთან. აქ სიმბოლო ცნებაზე მაღლა დგება, რადგან ასე იყო თეატრის ჩასახვის ხანაში. მ. ბორი ასე განიხილავს ამ საკითხს: „თეატრი არტომდეც უკვე განიხილებოდა არა როგორც ტექსტის ილუსტრაციისთვის განკუთვნილი სივრცე, არამედ როგორც მსახიობთა და მაყურებელთა ფიზიკური კონტაქტის საუკეთესო ადგილი. იგი არის შესანიშნავი ასპარეზი ადამიანურ ურთიერთობათა დასაბრუნებლად. მონაწილეობის თეატრი, კოლექტიური ჰეპენინგი, ავტობიოგრაფიული პერფორმანსები წარმოშვა ახალი თეატრალური კომუნიკაციების ძიებამ“ თეატრალური ანთროპოლოგია იყოფა ფიზიკურ (ადამიანების და რასების ფიზიოლოგიური მახასიათებლების შესწავლა), ფილოსოფიურ (ადამიანი პრაგმატულ და მორალურ ჭრილში), კულტურულ და სოციალურ (საზოგადოებები, მითები, ყოველდღიურობა), რელიგიურ (საკულტო) მიმართულებებად. მთავარი მიზანი ადამიანის ტოტალური შესწავლაა მის მიერ შექმნილი პროდუქტების და წარმოდგენების მიხედვით.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები