თედორაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით თედორაძე

თედორაძე დავით – (1949), პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1949 წლის 14 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში. 1966 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №91 სკოლა-ინტერნატი, 1972 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

პოეტის პირველი ლექსი ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდა, 1972 წელს. დღეისათვის, დავით თედორაძე, ავტორია წიგნებისა: „ბეწვის ხიდი“ (1977), „ორღანი უკრავს“ (1980), „მზე ჩუქურთმებში“ (1983), „ცეცხლის პერანგი“ (1986), „გულის ძახილი“ (1989), „ერთტომეული“, „სველი ზღარბები“ (რუსულ ენაზე, 1993), „შენი ვარ“, „წერილი მთიდან“ (სომხურ ენაზე, 1995), „ხსოვნის ჩირაღდნები“ (2004), „ასეა წუთისოფელი“ (2004), „მომავლისათვის… წინაპარისთვის…“ (2012), „როცა სული მთხოვს“ (2013), „რჩეული“ (2015), „მელაპარაკე ქართულად“ (2019). დავით თედორაძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. დავით თედორაძე მრავალი პუბლიცისტური წერილისა და საგაზეთო სტატიის ავტორია.

არის ღირსების ორდენის კავალერი (29.08.1999); მინიჭებული აქვს საპატიო ბათუმელის წოდება (2009). მიღებული აქვს: პოეზიის რაინდის წოდება, ილია ჭავჭავაძის (2009), მემედ აბაშიძის (2003), გიორგი ლეონიძის (2008), ლადო ასათიანის (1998), საგურამოს (2016) და ჟურნალ „ოლეს“ (2016) პრემიები.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: მასწავლებლად, პარტიის ბათუმისა და აჭარის საოლქო კომიტეტებში სხვადასხვა თანამდებობებზე, საგამომცემლო ფირმა „არმაღანის“ მთავარ რედაქტორად, ს.ს. „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორად.

არის ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის ოქტომბრამდე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი.

2016 წლის ოქტომბრიდან არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები