თევდორე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თევდორე - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი 1204-1207 წწ-ში. თეოდორე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის განგებით უთარგმნიათ კარნუ ქალაქიდან ალაფად წამოღებული „წიგნი სააქიმო“. ეს ფაქტი აღნიშნულია ხელნაწერის ანდერძში, სადაც თეოდორე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და პროტოუპერტიმოსი „ვაზირთა ყოველთა უპირველესად“ მოიხსენიება.
წყაროები და ლიტერატურა
ხეც, S-1274; მესხია 1979: 75; ბერძენიშვლი 1966: 13.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში