თეუეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თევეზი-დან)
თეუეზ-ი (ოს. Теуез) — ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი აცათების გვარიდან; იკეთებს ფრთებს და ისე მიფრინავს თავის საყვარელთან, ახსართაგათების ქალიშვილთან — ვაცირათთან. მათი თანაცხოვრებით ჩნდება ვაჟი (მომავალი გმირი — არახძავი), რომელსაც ნართებისაგან მალულად ყუთში ათავსებენ და მდინარეში აგდებენ.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.