ვაცირათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაცირათ-ი (ოს. Уацырат) — ნართული ეპოსის პერსონაჟი ქალი ახსართაგათების გვარიდან. მისი სილამაზით დატყვევებულმა სირდონმა როცა საწადელი ვერ აისრულა, ნართების ახალგაზრდობას ვაცირათისა და თევეზის საყვარლობის შესახებ სიმღერა შეათხზევინა, რის გამოც მამამ ქალიშვილი კოშკში გამოამწყვდია და გარეთ არ უშვებდა. მასთან ღამღამობით თევეზმა დაიწყო სიარული და მალე ვაჟი შეეძინათ; ბავშვი ნართებისაგან მალულად ყუთში მოათავსეს და მდინარეში გადააგდეს („არახძავი“).


ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები