თეთრი არყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი არყი

თეთრი არყი, ლიტვინოვის არყის ხე - (Betula litwinowii Doluch);
ოჯახი: არყისებრნი (Beulaceae).
მეგრულად – ჭყერია, გვალაში ბული, ბულიშ ცხამური


15-18 მ-მდე სიმაღლის ხეა; მეტწილად გამრუდებული ტანით, უმეტესად მრავალღეროიანია; ქერქი მოთეთროა, ხშირად ოდნავ მოვარდისფრო. ერთწლიანი ყლორტები და ფოთლები ოდნავ შებუსულია. ფოთლის ფირფიტა კვერცხისებურია, მახვილწვერიანი ან ოდნავ წაწვეტებული, კიდეზე არანათლად გამოხატული ორმაგად მახვილხერხკბილა. ყვ. ნაყ. VI-VIII.

იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. ზოგ ადგილებში – კლდოვან და ქვიან ფერდობებზე. ტყის ზედა საზღვრის გაყოლებით ქმნის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეს, დეკას ქვეტყით ან მდიდარი ბალახოვანი საფარით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

არყის ხის პრეპარატები ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, ანტივირუსული, ამოსახველებელი, ჭრილობების შემახორცებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიპარაზიტული თვისებებით. არეგულირებს აგრეთვე ნივთიერებათა ცვლას, ქალის სასქესო ორგანოების, საკვებმომ­ნელებელი ტრაქტის ფუნქციას.

კვირტების ან ფოთლების გალენური პრეპარატები ნაჩვენებია შეშუპების (განსაკუთრებით გულის წარმოშობის), კუჭისა და 12­ გოჯა ნაწლავის წყლულის, ათეროსკლეროზის, შარდის ბუშტის ანთების, თირკმელების ქრონიკული და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ. სპაზმოლიტური მოქმედებიდან გამომდინარე, მისი პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებისა და სხვა გლუვი მუსკულატურის სპაზმების შემთხვევაში; როგორც ნაღველმდენი – ღვიძლის დაავადებე­ბისას, ამოსახველებელი – ბრონქიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტების დროს.

ფოთლების ნაყენი იხმარება ალბიმინორის, შარდმჟავა დიათეზის, ქოლე­ცისტიტის მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ. ეფექტურია მათი გამოყენე­ბა მეან-­გინეკოლოგიურ პრაქტიკაში: ფოთლების ნაყენი – ნეფროპატიის, შეშუპების, ჰიპო­მენსტრუალური კლიმაქტერიული სინდრომის, ფეხმძიმობის შემდგომი ანემიის, კლიმაქტერიული ნევროზების, აგრეთვე, როგორც საერ­თო­ გამაძლიერებელი საშუალება. კვირტების ნახარში იხმარება ნეფრო­ პატიის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში არყის კვირტებისა და ფოთლების პრეპარატები გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს წარმონაქმნების სამკურ­ნალოდ, ამ შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა კვირტების ნაყენს. გარდა ამისა, იხმარება კუჭისა და 12­გოჯა ნაწლავის წყლულის, ბრონქიტის, ნაღველ და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, შეშუპების დროს. ეფექტურია ქრონიკული დიარეის, მუცლის ჭიების (ასკარიდა, მახვილა) შემთხვევაში.

არყის წვენს შინაგანად იყენებენ ორგანიზმის გასაძლიერებლად, კომპ­ლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების, სისხლის დაკარგვის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, სისხლის გამწმენდ საშუალებად, აგრეთვე – კანის დაავადებების, სასუნთქი გზების, მაღალი ტემპერატურის დროს, როგორც შარდმდენი.

არყის მერქნის აქტივირებულ ნახშირს ხმარობენ როგორც აბსორბენტ საშუალებას მუცლის შებერვისას და სხვადასხვა მოწამვლებისას. არყის ხის წვენი საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს. არყის ხის სოკოს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების დროს ნაყენების და ექსტრაქტების სახით, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები