ყვითელაშვილი თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თემურ ყვითელაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ყვითელაშვილი

თემურ ყვითელაშვილი – (4 ივლისი 1960, თბილისი), გამოჩენილი გიტარისტი, კომპოზიტორი. თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე (2013), ღირსების ორდენის კავალერი (1998). თემურ ყვითელაშვილი პირველი მუსიკოსთაგანია საქართველოში, რომელმაც დაამუშავა ქართული კლასიკური და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები ელექტრო გიტარისათვის. მის შემოქმედებაში არის აგრეთვე თემები ელექტრო გიტარისათვის დამუშავებული ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან (ბახი, მოცარტი, შოპენი, რიმსკი-კორსაკოვი, პაგანინი და სხვ.). იგი სხვადასხვა დროს იყო ანსამბლების „დიელოს”, „ორერას“, „თეატრონის“, „ნატვრის ხის“, „ივერიის“, „არსენალის“ და სხვა ანსამბლების გიტარისტი. იგი იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო ციკლისა „თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება“. 1998 პირველმა გამართა გიტარისტებს შორის დიდი სოლო საგიტარო კონცერტი თბილისში. 1994 თემურ ყვითელაშვილმა მიიღო წლის საუკეთესო ფიუჟენ გიტარისტის წოდება (აშშ). 1996 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი საქართველოში. 2002-დან ყოველწლიურად რეგულარულად იღებს მონაწილეობას, როგორც მსოფლიოში ცნობილ ბრენდების სახე ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე როგორიცაა „Namm Show“ კალიფორნია, ლოს-ანჯელესი.

თემურ ყვითელაშვილი ატარებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მასტერ კლასებს და სემინარებს. 2004 შევიდა გინესის რეკორდების წიგნში 30 საათიანი უწყვეტი დაკვრისათვის. 2007 ინგლისში გამოიცა ალბომი მსოფლიოში საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტები, სადაც ის წარსდგა მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტებთან ერთად. გამოცემულია მისი 8 სოლო ალბომი. იგი მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მას აქვს ჩატარებული სოლო კონცერტები ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: „Camrnegie Hall“, „Birdlamd“, „The Baked Potato“, „La Ve Lee” და მრავალი სხვ. აგრეთვე თემურ ყვითელაშვილი გამოდიოდა სპეციალური სტუმრის სტატუსით ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან როგორებიც არიან: ლეს პოლი, ალენ ჰოლდსფორდი, ტომი ემანუელი, სკოტ ჰენდერსონი, მაიკლ ენჯელო და სხვ.

თ. თამარაშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები