თენაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი თენაძე

გიორგი თენაძე — (დ. 24 მაისი, 1962, გორი), ქართველი ძიუდოისტი (71 კგ). სსრკ­-ის სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90), ვერცხლისა (1985) და ბრინჯაოს პრიზიორი (1988). ევროპისა (1989) და მსოფლიოს (1989) ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი. ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1987). ევროპის თასის მფლობელი (1986). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1984). მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1985). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1985, 88). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1988 წლის ოლიმპიური თამაშები

71 კგ, 41 მონაწილე
1. მარკ ალექსანდრი (საფრანგეთი)
2. სვენ ლოლი (გდრ)
3. გიორგი თენაძე (სსრკ)
3. მაიკლ სვეინი (აშშ)
I წრე ­ წმინდად (1,17) დაამარცხა ფრედი ტორესი (სალვადორი); II წრე ­ იპონით (0,57) მოუგო განგა ბაჰადურ დანგოლს (ნეპალი); III წრე ქულებით (იუკო) გაიმარჯვა ტოშიჰიკო კოგასთან (იაპონია) შეხვედრაში; IV წრე ­ იპონით (1,44) სძლია სტიუარტ ბრაინს (ავსტრალია); V წრე ­ ქულებით (კოკა) წააგო მარკ ალექსანდრთან (საფრანგეთი). მესამე ადგილისათვის შეხვედრა წმინდად, მახრჩობელა ილეთით (1,24) მოუგო ბერტალან ჰაიტოშს (უნგრეთი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები