თენგიზ აბრამიშვილი
თენგიზ აბრამიშვილი − ქართველი მოქანდაკე. დაიბადა 1975 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თბილისში.
1992 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია (პირველი საჯარო სკოლა).ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო ძერწვა და გიმნაზიის პარალელურად, სწავლობდა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქანდაკების წრეზე, პედაგოგ ზაქარია კრაწაშვილთან.1992 წელსვე შევიდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაასრულა. აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ თეიმურაზ ჭყონია და მერაბ ბერძენიშვილი.
2000 წლიდან თენგიზ აბრამიშვილი ჩართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებში.
2003 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
2007-2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორი, ქანდაკების მიმართულებით.
2015 წლიდან არისარქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის წევრი.
მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ვატიკანში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს, ფრანცისკეს, საჩუქრად გადასცა თენგიზ აბრამიშვილის მიერ შესრულებული ჯვართამაღლების ბარელიეფი.
არის პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოების „ოქროს რტო“ პრიზის ავტორი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სარჩევი |
შემოქმედება
ძირითადი ნამუშევრები
- მომღერალ გოგი დოლიძის ძეგლი. თბილისი (2000)
- გრიგოლ ხანძთელის ძეგლი.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხე (2000)
- ბაბილინა. ქუთაისი (2003)
- მომღერალ რობერტ ბარძიმაშვილის მემორიალური დაფა. თბილისი (2004)
- მსახიობ სალომე ყანჩელის მემორიალური დაფა. თბილისი (2008)
- ერთიანი საქართველოს მეფეების სტელა სამების საკათედრო ტაძრის ეზო. თბილისი (2014)
- ანბანის ძეგლი. ქალაქ თბილისის საკრებულოს ეზო (2016)
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მემორიალი. თბილისი (2017)
- კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლი. თბილისი (2018); ბაღდათი (2021)
კონკურსები
- მარჯანიშვილის მოედნის სკულპტურული კომპოზიციის კონკურსი. პრემია (2012)
- თანამედროვე ქანდაკების გამოფენა-ფორუმი. გამარჯვებული ნომინაციაში „ქვის საუკეთესო ნამუშევარი“ (2021)
პერსონალური გამოფენები
- ქარვასლა. თბილისი (2001)
- გალერეა „აკადემია +“. თბილისი (2009)
- გალერეა „ვანდა“, ALTER EGO.თბილისი (2022)
გამოფენები
- საერთაშორისო გამოფენა ვილნიუსში. მეორე პრემია (1988)
- გამოფენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (1996)
- საშემოდგომო გამოფენა ეროვნულ გალერეაში. თბილისი (2000)
- საგაზაფხულო გამოფენა ეროვნულ გალერეაში. თბილისი (2001)
- ახალგაზრდა მხატვართა საშობაო გამოფენა ქარვასლაში. თბილისი (2002)
- გამოფენა „ეკოლოგია“. მოსკოვი (2004)
- გამოფენა გალერეაში „კოპალა“, „ახალი თაობა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“.თბილისი (2006)
- გამოფენა ქარვასლაში, „ანტიკური საბერძნეთის მითები და ლეგენდები“. თბილისი (2008)
სიმპოზიუმები
- პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. თბილისი (1997)
- სიმპოზიუმი „შორეთი“. საქართველო (1998)
- სიმპოზიუმი ქალაქ ახალციხეში (2000)
- სიმპოზიუმი არტ-ვილა „გარიყულა“. საქართველო (2002)
- სიმპოზიუმი ქალაქ ქემერში. თურქეთი (2002)
- საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ ქუთაისში (2003)
რესურსები
- ნანა ბურჭულაძე. თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნება: კატალოგი. თბილისი, 2009
- Tea Gogoladze-Wolf. Tbilisi Sculpture Guide.
- https://youtu.be/CiR3fKxvhUA
- https://youtu.be/deHplQtRImg
- https://www.youtube.com/watch?v=XpISZH9FSTY
- https://www.youtube.com/watch?v=99Th4fwZQ94
- https://www.facebook.com/gmgweekend/videos/652734205818823/?extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C