მუშკუდიანი თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თენგიზ მუშკუდიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი – (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023, იქვე). ქართველი მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). 1951 დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტური. 1955 თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლსდი). მუშკუდიანი 1954-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის სევილიელი დალაქი), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“) და სხვ. სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ მუშკუდიანს აღიარება მოუპოვა. გადაღებულია კინოში („აბეზარა“, „დიდოსტატის მარჯვენა“). პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბ. I სამუსიკო სასწავლებელში (მისი დირექტორი იყო 1985-2005 წლებში) და კონსერვატორიაში (პროფესორი). მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ (2016).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები