სევილიელი დალაქი (როსინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სევილიელი დალაქი – იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინის ოპერა. ბუფას ჟანრში დაწერილი ოპერის საფუძველი ფრანგი დრამატურგის პიერ ბომარშესტრიოლოგიის „შეშლილი დღე, ანუ ფიგაროს ქორწინება“ პირველი ნაწილია (სევილიელი დალაქი). ლიბრეტოსავტორია ჩეზარე სტერბინი.„სევილიელი დალაქის“ პრემიერა რომის საოპერო თეატრში Teatro Argentina 1816 წლის 20 თებერვალს შედგა.

ოპერის მთავარი გმირებია:
გრაფი ალმავივა,
ფიგარო (დალაქი),
ბარტოლო - როზინას აღმზრდელი,
როზინა - გრაფ ალმავივას საცოლე,
დონ ბაზილიო - მუსიკის მასწავლებელი.

ოპერის სიუჟეტი მხიარულ ინტრიგებზეა დაფუძნებული. გრაფ ალმავივასა და მშვენიერ როზინას უყვართ ერთმანეთი, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ფიგაროს დახმარებით, ახალგაზ რდების სიყვარული ქორწილით სრულდება.

ორი მოქმედებისგან შემდგარი ოპერა დასრულებული ნომრების მონაცვლეობაზეა აგებული. გმირთა სახეებს და ხასიათს სოლო ნომრები - არიები, არიეტები, კავატინები, დუეტები, სხვადასხვა ანსამბლი გამოხატავს. სასურველი მხატვრული ეფექტის მისაღწევად კომპოზიტორი უხვად იყენებს გამომსახველ ხერხებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია კრეშჩენდო დონ ბაზილიოს ცნობილ არიაში ცილისწამება, სწრაფსათქმელები ფიგაროს კავატინაში, უხვი ფიორიტურები როზინას კავატინაში.

ოპერამ, რომელმაც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და დღემდე დიდი წარმატებით იდგმება მსოფლიო საოპერო სცენებზე, მაყურებელთან პირველი შეხვედრისას ფიასკო განიცადა. „სევილიელი დალაქის“ პრემიერის მიმდინარეობისას აუდიტორია სტვენდა და დასცინოდა კომპოზიტორს. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა პაიზიელომ, როსინიმდე დიდი ხნით ადრე, 1782 წელს დაწერა იმავე სახელწოდების ოპერა ბომარშეს კომედიის მიხედვით და შეურაცხყოფილად თვლიდა თავს როსინის ახალი ოპერის გამო. რომის მუსიკალური საზოგადოებაც არ შეხვდა აღფრთოვანებით ახალგაზრდა როსინის ცნობილ კომპოზიტორთან დაპირისპირებას (როსინი მაშინ 23 წლის იყო). პაიზიელოს მომხრეები პრემიერის წინ იმდენად გააქტიურდნენ, რომ როსინიმ და ლიბრეტისტმა დაწერეს მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელიც დაურთეს პროგრამას. მიმართვაში კომპოზიტორი და ლიბრეტისტი ოპერის აღწერის შემდეგ საუბრობდნენ პაიზიელოს დამსახურების შესახებ იტალიური ოპერის წინაშე. თუმცა პრემიერის დღეს თეატრი პაიზიელოს მომხრეებით და როსინის მტრების მიერ დაქირავებული კლაკერებით.იყო სავსე. ამას რამდენიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევაც დაემატა. კერძოდ, სასიყვარულო ბალადის სიმღერისას გრაფ ალმავივას როლის შემსრულებელს, მანუელ გარსიას გიტარა აეშალა, დონ ბაზილიოს შემსრულებელს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ა.შ.

სასტიკი მარცხის მიუხედავად, როსინი ფარ-ხმალს არ ყრიდა. მეორე პრემიერამ მოლოდინი გაამართლა. ორი წლის შემდეგ კი, 1818 წელს, „სევიელიელი დალაქის“ პრემიერა ინგლისში კოვენტ გარდენში ინგლისური ლიბრეტოთი შედგა. 1919 წელს ამერიკაში დაიდგა ასევე ინგლისურ ენაზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები