თვალადის სამების ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თვალადის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ თვალადში. თარიღდება XIX საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,6X5,1 მ), ნაგებია ნატეხი და უხეშად დაკუთხული ქვებით, წყობაში ურევია რიყის ქვაც. ოდნავ შეისრრული ფორმის თაღიანი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ერთი შესასვლელი ჩრდილოეთი მხრიდანაცაა. ნახევარწრიული, მცირე სიღრმის აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. აფსიდის სამხრეთ ნაწილში პატარა ნიშია. დარბაზთან შედარებით აფსიდი საგრძნობლად დაბალია. აფსიდის კონქის ზევით მოწყობილი ყოფილა სამალავი (დანგრეულია). დარბაზის კედლები შელესილია. შეისრული ფორმის ყოფილა კირხსნარითა და ნაყარი ქვებით დაბეტონებული კამარა.