თვალთვალის სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვალთვალის სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური სისტემა -ჰიდროაკუსტიკური კომპლექსების, მოწყობილობების, ხელსაწყოების და სხვა საშუალებების ერთობლიობა.

მათი მიზანია სტაციონარულად მოწყობილ საზღვაო (საოკეანო) რაიონებში წყალქვეშა ნავების და სხვა წყალქვეშა ობიექტების აღმოჩენა, კლასიფიკაცია, მიმდინარე კოორდინატების დადგენა. ასევე თვალთვალის სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური სისტემის მოქმედების ზონაში წყალქვეშ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეკრება, ანალიზი და სპეციალურ ნავსაწინააღმდეგო ცენტრებისთვის გადაცემა წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ძალების მოქმედებების უზრუნველსაყოფად. შეიძლება შედგებოდეს სანაპირო, საბარიერო, ღუზის აქტიური და პასიური ჰიდროაკუსტიკური სადგურებისგან.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები