თმოგვის ციხე-ქალაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თმოგვის ციხე-ქალაქი – ციხე-ქალაქი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ თმოგვიდან სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, მიუდგომელ კლდის ქიმზე, რომლის შეფარდებითი სიმაღლე თითქმის 150 მ-ია.

აშენების თარიღი უცნობია. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 914 წელს არაბთა შემოსევების დროს. ციხის ზედა და ქვედა ნაწილები ერთმანეთს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა, წყლით მარაგდებოდა მტკვარზე ჩამავალი გვირაბით. შემორჩენილია ნაგებობათა ნანგრევები: ეფრემის ეკლესია (კლდეში გამოკვეთილი), ეკლესია (XIII ს.) კედლის მხატვრობის ფრაგმენტებით, ნასოფლარები მდინარე მტკვრის ორივე მხარეს, სასახლეთა ნანგრევები, ხიდის ბურჯების ნაშთები (ერთი ხიდი აკავშირებდა სასახლეებს, მეორე ხიდი კი ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა). ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დააზიანა ძლიერმა მიწისძვრამ 1088, 1283 და 1319 წლებში და რამდენიმე საუკუნეა იგი აღარ ფუნქციონირებს. აქ იღწვოდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი სარგის თმოგველი (XIII ს.), რომელიც მიჩნეულია საგმირო-სათავგადასავლო პოემის „დილარგეთიანის” (ჩვენამდე არ მოუღწევია) ავტორად და სპარსელი პოეტის გორგანის სამიჯნურო პოემის, „ვისრამიანის” ქართულად მთარგმნელად. (არსებობს მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი ქაჯეთის ციხედ, ერთ-ერთი ვერსიით, თმოგვს მოიაზრებდა).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები