თოერისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოერისი – დაბალი რანგის ეგვიპტური ღვთება. იყო ხალხური რელიგიის ქალღმერთი, რომელსაც ძუ ბეჰემოტის სახით ეთაყვანებოდნენ. ითვლებოდა ქალის ნაყოფიერების მფარველად, მფარველობდა ქალს მშობიარობისას. უნდა აღინიშნოს, რომ მის სახელთან დაკავშირებული იყო ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ფეხმძიმედ ყოფნა“, „აღზრდა“ და „ძიძა“. თებეში ეძახდნენ ოპეტს, დაკავშირებული იყო ისიდასთან და ხორის ძიძად ითვლებოდა. აქ მას პატარა ტაძარიც ჰქონდა კარნაკში, ხონსუს ტაძრის გვერდით, რომელსაც XX-XXI დინასტიების დროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები