თოჯინური ფილმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოჯინური ფილმი - კინოხელოვნების ნაწარმოები, რომელშიც თოჯინები „თამაშობენ“. არსებობს თოჯინური ფილმის გადაღების ორი მეთოდი: მოცულობითი მულტიპლიკაციისა, როდესაც თოჯინის ყოველი მოძრაობა ფაზებადაა დაყოფილი და მეორე - როცა თოჯინებს მართავენ მსახიობები ე.წ. „თოჯინამატარებლები“. ხშირად ორივე მეთოდს იყენებენ ხოლმე ერთსა და იმავე ფილმში. არსებობს ისეთი ფილმიც, რომელშიც გამოყენებულია ქაღალდის ბრტყელი ტიკინები (მათ მოძრაობას ფაზების მიხედვით იღებენ). მულტიპლიკაციური კინოს ტექნიკის ეს მეთოდი გავრცელებული იყო ადრეულ საბჭოთა, აგრეთვე გერმანულ მულტიპლიკაციაში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები