თყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უფროსი ნართი თყა ხ. იმაგოჟოვი

თყა (ინგუშ.. Ткъа) – ნართული ეპოსის ინგუშური ვერსიის პერსონაჟი, „დიდი ნართი“, „დიდი თყა“ (იხსენიება მხოლოდ ერთ თქმულებაში: „ქარბუქის დედის შვიდი ვაჟი“); ჰყავს მეუღლე და შვიდი ვაჟი („დარძა-ნჲანილგი“), რომლებსაც მასთან მიახლოება არ შეუძლიათ, რადგან თყა მზის გვერდით მკვიდრობს. მკვლევართა აზრით, დესპოტი თყა დჲალასა და სელაზე გაცილებით ძველი და ფართო ფუნქციების მქონე უზენაესი ღმერთია (ვ. სვეტლოვი): არის ბუნებისა და ადამიანების, მათ შორის ნართების, გამჩენი, ჭექა-ქუხილის გამგებელი, კულტურული სიკეთეების დამცველი, ქურყას, „კავკასიელი პრომეთეს“, ანტაგონისტი, რომლის სახე მრავალი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.





ლიტერატურა

  • Светлов В. Я. Сочинения. Т. 2. СПб., 1910;
  • Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Нальчик, 20012;
  • მისივე, Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Далгат У. Б. Общие основы чечено-ингушского эпоса. URL: http: // www.Chechen.org /.../ 67-dalgat-u.b.-bshie-osnovy-checheno-ingushckogo.htmI;
  • Г. Халухаев, А. Кузнецова. Ингушский нартский эпос: структура и место вмировом фольклоре. М., 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები