იარდანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იარდანგი

იარდანგი − (ინგლ. yardang < თურქ. yar ციცაბო ნაპირი), რელიეფის ეოლური ფორმა. წარმოიქმნება ქარის მოქმედების შედეგად, უმეტესწილად არიდული კლიმატის რაიონებში (უდაბნო, ნახევარუდაბნო). არის ვიწრო პარალელური, ქარის მიმართულებით გადაჭიმული რელიეფის დადებითი ფორმა. აქვს ასიმეტრიული ციცაბო კალთები, რომელსაც ნაოჭები გასდევს. ძირითადად თიხიან ნიადაგზე ვითარდება. სიგრძე რამდენიმეჯერ სჭარბობს სიგანეს. იარდანგი გამოქარვისა და კოროზიის ნაოჭია, რომლის ჩაჭრის სიღრმე რამდენიმე სმ-დან რამდენიმე მ-მდეა. დამახასიათებელია ცენტრალური აზიის უდაბნოებისათვის. გვხვდება აგრეთვე ტიბეტის პლატოსა (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) და არიზონაში ფენიქსისა და უინდიუ-როკის (აშშ) გასწვრივ. ტერმინი თურქული წარმოშობისაა (Yardang) და იხმარება ცენტრალური აზიის უდაბნოების რელიეფის აღსანიშნავად. კოსმოსური აპარატიდან (Mars Global Surveyor) მიღებული გამოსახულებების შემდეგ, დადასტურდა მათი არსებობა პლანეტა მარსზეც.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები