იაშინი ლევ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევ იაშინი – (რუს. Лев Иванович Яшин; დ. 22 ოქტომბერი, 1929 ― გ. 20 მარტი, 1990), საბჭოთა ფეხბურთელი და მეკარე.

ომამდელ ფეხბურთს სამი დიდი მეკარე ახსოვს რიკარდო ზამორა (ესპანეთი) ფრანტიშეკ პლანიჩკა (ჩეხოსლოვაკია) და რუდი ჰიდენი (ავსტრია) სამივე მათგანს მრავალრიცხოვანი ქომაგები ჰყავდა რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მათი „კერპი“ იყო უძლიერესი ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც ზამორა სარგებლობდა. მას არც ომის შემდეგ ივიწყებდნენ ჟურნალისტები. ერთხელ ზამორას ასეთი კითხვა მისცეს: „ვინ უნდა ჩაითვალოს ომის შემდგომი პერიოდის უდიდეს მეკარედ“. ყოფილმა მეკარემ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს: „კარგად თამაშობს ალონსო (ესპანეთი), კიდევ უფრო უკეთესად რემეტერი (საფრანგეთი) და ჰერკენრატი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ხოლო იაშინი მე არ მინახავს“.

გავიდა ხანი. ზამორამ არაერთხელ ნახა ტელევიზიით იაშინის თამაში რომელიც ჯერ „საუკუნის მატჩში“ მონაწილეობდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა რომის, სტოკჰოლმისა და კოპენჰაგენის სტადიონებზე. ძველი მეკარე აღფრთოვანებაში მოვიდა იაშინის თამამით ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები ზამორას ქალაქ ბარსელონაში ჩავიდა დანიელებთან სათამაშოდ, მატჩის დამთავრებისთანავე ზამორამ გასახდელს მიაშურა. მან იაშინს უთხრა, რომ მოხარულია პირადად გაეცნოს თანამედროვეობის უდიდეს მეკარეს ხოლო ჟურნალისტებთან საუბარში აღტაცება გამოთქვა „შავი გიგანტის“ მოქმედებით (იაშინი შავ სპორტულ ტანსაცმელს ატარებდა).

სარჩევი

ადრეული წლები

იაშინმა დიდი გზა გაიარა მოსკოვის „დინამოს“ მოკრძალებული სათადარიგო მეკარიდან საბჭოთა კავშირის ნაკრების დარაჯამდე. გულშემატკივრებს ახსოვთ მისი პირველი ნაბიჯები მოსკოვის „დინამოში“. აქ იაშინს საშუალება ჰქონდა ახლო გასცნობოდა „ვეფხვად“ წოდებული ალექსი ხომიჩისა და ელეგანტური ვალტერ სანაიას თამაშს. ჯერ იაშინი ხანდახან ცვლიდა ამ ცნობილ მეკარეებს. იმ ხანებში მისი მარცხი უფრო მეტჯერ უნახავთ. ვიდრე წარმატება, მაგრამ ჭაბუკი მეკარე გულს როდი იტეხდა, სათანადო „მოთმინება“ გამოიჩინეს მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელებმაც, რომლებიც მზრუნველობას არ აკლებდნენ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მომავალ მეკარეს.

1952 წელს როდესაც ხელახლა შეიქმნა საბჭოთა კავშირის ნაკრები, ვეტერან ლეონიდ ივანოვის ნაცვლად კარის დაცვა 25 წლის ლევ იაშინს მიენდო. ამ დროიდან მოყოლებული იაშინი მონაწილეობას იღებდა ნაკრების მატჩების უმრავლესობაში (მას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში ცვლიდნენ ბელიაევი, მასლაჩენკო, რაზინსკი, მაკაროვი და ურუშაძე), თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატებში, ოლიმპიურ პაექრობაზე, ევროპის თასზე, უამრავ ამხანაგურ მატჩში. მან ყველგან დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და თანდათანობით საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები

1956 წელს მელბურნის ოლიმპიურ ასპარეზობაზე იაშინმა მეტად საიმედოდ „დაადო ურდული“ საკუთარ კარს. რამდენიმე თამაშში მას მოუხდა თავისი ოსტატობის დემონსტრირებაც, ზოგჯერ კი კარში „მოწყენით ყოფნაც კი, რადგან მეტოქეები პასიურობდნენ და ძირითადად საკუთარი კარის დაცვას ცდილობდნენ. ასე იყო თუ ისე, იაშინმა თავის ამხანაგებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედალი დაისაკუთრა და დაამტკიცა, რომ ამ ასპარეზობაში ბადალი არა ჰყავდა. ეს საერთამორისო სარბიელზე საიმედო დებიუტი იყო.

შემდეგ ხანებში მოსკოვის „დინამოს“ მეკარეს ხშირად ეკითხებოდნენ, თუ როგორ მიაღწია მან ასეთ დიდ ოსტატობას, პასუხი ერთი იყო: შეუპოვარი ვარჯიშით, ყველა მოწინავე მეკარის თამაშის შესწავლით. ასეთი მეკარეები ჩვენთანაც ბევრი იყო და საზღვარგარეთაც. იაშინი ეცნობოდა მათ მანერას. აკიმოვი„ ნიკანოროვი, ხომიჩი – აი ვისგან შეიძლებოდა გამოცდილების შეძენა. იმ უცხოელ მეკარეთაგან, რომელთაც იაშინი გაეცნო თავისი სპორტული მოღვაწეობის დასაწყისში, იგი ასახელებს სამს: უნგრელების კარის დიდებულ დარაჯ გროშიჩს, „კატად“ წოდებულ იუგოსლავიელ ბეარას, ბულგარელ სოკოლოვს. „მეკარე კარში კი არ უნდა იდგეს, არამედ ითამაშოს. პასიურობა ძალზე ცუდია ფეხბურთში“ – დაასკვნა იაშინმა.

მარტო მეკარეების თამაშს როდი აკვირდებოდა იაშინი. „ექსტრა კლასის მეკარე რომ იყო, უნდა გესმოდეს ფსიქოლოგია და იცოდე შეტევაზე გადმოსული ფორვარდის შესალებლობანი. ამიტომ დავიწყე თავდასხმაში თამაში და გავიარე მთელი კურსი ამხანაგებთან რომლებიც ჩემი კლუბის შეტევის ხაზზე თამაშობდნენ მოთელვა, კროსები, ფინტები, კარში დარტყმა ყველა მდგომარეობიდან, ადგილის შეცვლა, თავით თამაში, კარის შტურმი –– ერთი სიტყვით, ყველაფერი მატჩის დროს არასდროს არ ვდუნდები. ყურადღებით ვაკვირდები ბურთის მოძრაობას მთელი 90 წუთის განმავლობაში. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: ვფიქრობ, ზედმიწევნით უნდა იცნობდე მეტოქის თამაშის მანერას. მე ვიცი არა მარტო წამყვანი საბჭოთა ფეხბურთელების ივანოვის, პონედელნიკის, მესხის გუსაროვის და სხვათა, არამედ მსოფლიო ფეხბურთის „ვარსკვლავების“ თამაშის მანერა ყველა ფეხბურთელს თავისებურად უნდა მიუდგე“.

მსოფლიოს VI ჩემპიონატი

მსოფლიოს VI ჩემპიონატი ახლოვდებოდა. მოსკოვის „დინამომ“ 1957 წელს იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში. საბჭოთა ფეხბურთელები იცნობდნენ ევროპული კოლექტივების თამაშის მანერას, ახლა კი ურიგო არ იქნებოდა სამხრეთ ამერიკელების სტილის თავისებურებების შესწავლა რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილიის ამ უდიდესი ქალაქის სახელი ასე ითარგმნება „იანვრის მდინარე“) დინამოელები შეხვდნენ „ვასკო და გამას“ (მატჩი ფრედ დამთავრდა –– 1:1). ეს იყო საბჭოთა ფეხბურთელების პირველი გამოსვლა მსოფლიოში უდიდეს „მარაკანს“ სტადიონზე რომელიც 220 ათას მაყურებელს იტევს. გარდა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან უშუალო შეხვედრისა დინამოელებმა ნახეს იქაური წამყვანი გუნდების არაერთი მატჩიც. მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დასტოვა „ბოტაფოგოს“ მარჯვენა გარემარბმა გარინჩამ. მცველი ბორის კუზნეცოვი მაშინ მოხიბლული იყო ბრაზილიელის თამაშით. მას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ერთი წლის შემდეგ შვედეთში თვით მოუხდებოდა ამ გამოჩენილ თავდამსხმელთან ბრძოლა.

ბრაზილიაში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ მეკარეები აქაურ „ტორსედორესს“ (გულშემატკივარს) ძალიან უყვარს მეკარე-ჟონგლიორი, რომელიც უპირველეს ყოვლისა მაყურებლებისათვის თამაშობს. სწორედ ასეთი მანერით მოქმედებს ბრაზილიის მეკარეების უმრავლესობა და თვით ნაკრების დარაჯი ჟილმარიც კი. იმ მეკარეებს კი, რომლებიც „უბრალოდ“ თამაშობენ, ნაკლებ პატივს სცემდნენ. იაშინის ნაციონალურ მანერას, მის სადა და საიმედო თამაშს ბრაზილიელი გულშემატკივრები ენთუზიაზმით როდი ხვდებოდნენ, მაგრამ სპეციალისტების აღიარებით, ეს იყო „ნამდვილი ლომი!...“

და აი დადგა დღე, როდესაც იაშინმა საბოლოოდ მოხიბლა ადგილობრივი „ტორსედორესები“,. რიო-დე-ჟანეიროს ტელეკომპანიამ თავისებური „სპექტაკლი“ მოაწყო ტელესტუდიაში ნამდვილი ფეხბურთის კარი დადგეს. მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ იაშინი კარში უნდა ჩამდგარიყო და დაემტკიცებინა თავისი კლასი. სამ გამოჩენილ თავდამსხმელს თითოჯერ უნდა შეესრულებინა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. თუ ფორვარდი გაიმარჯვებდა, მას დიდი ფულადი ჯილდო ეძლეოდა. წინააღმდეგ შემთხვევამი ორი იმდენი თანხა მეკარეს ეკუთვნოდა. თავდამსხმელებს ტელემაყურებლები კარგად იცნობდნენ.

დაიწყო პირველი სეანსი ბურთთან წარმატებაში დარწმუნებული პირველი თავდამსხმელი მივიდა, 'მაგრამ ძლიერი დარტყმა დიდებულად იქნა მოგერიებული. დანარჩენი ორი თავდამსხმელი ამ მარცხმა ისე დააბნია რომ მათ ბურთი კარს ააშორეს. მთელი ფულადი თანხა– 2500 კრუზეირო მეკარეს გადაეცა, მაგრამ როგორი იყო ტელემაყურებელთა გაკვირვება როდესაც იაშინმა თავისი ფულადი ჯილდო ბრაზილიელი ობოლი ბავშვების ფონდს დაუთმო.

მსოფლიოს VI ჩემპიონატში „ რომელიც შვედეთში გაიმართა, იაშინს მეტოქეობა მოუხდა თანამედროვეობის გამოჩენილ მეკარეებთან მსოფლიო ჩემპიონების მეკარე ჟილმარის თამაშში დიდი გარეგნული სილამაზე იყო, ·მაგრამ პირველობის დასკვნითს მატჩებში ბრაზილიელმა საკმაო შეცდომებიც დაუშვა. ჟილმარს შეეძლო ეფექტური ნახტომებით მეტად ძნელ ბურთს დაუფლებოდა და ამავე დროს იოლად ასაღები გაეშვა. დიდებული მცველები რომ არა, შეიძლება ჟილმარს საქმე ცუდად წასვლოდა. საუცხოოდ ატარებდა მატჩებს გროშიჩი. „დიდი გუნდის“ ეს ყოფილი მეკარე თავის შესამჩნევად უფრო სუსტ ახალ პარტნიორებთან იხტიბარს არ იტეხდა, ისევ ძველ დონეზე თამამობდა თუმცა უნგრელების დაცვას ბზარი გაუჩნდა. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარე გრეგმა არაერთ მძიმე მატჩში გადაარჩინა თავისი გუნდი. ამიტომ, როგორც კი დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატი, სამყაროს უძლიერეს მეკარეებად ჰარი გრეგი, ლევ იაშინი და დიულა გროშიჩი გამოაცხადეს მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების მეკარედ დაასახელეს გრეგი, მაგრამ მომდევნო სეზონში იაშინმა შეავიწროვა ორივე მეტოქე. გრეგის თამაში როგორღაც გაუფერულდა, იგი თავის საკუთარ ნაკრებშიც კი შეცვალეს. რაც შეეხება გროშიჩს, მას ასაკის გამო სულ უფრო და უფრო უჭირდა თამაში თუმცა ნაკრებში მაინც გაძლო 1962 წლის ოქტომბრამდე.

ევროპის ჩემპიონთა თასი

1960 წელს ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში იაშინმა არნახული ბრწყინვალებით ითამაშა. იგი მეკარეთა ახალი სკოლის ფუძემდებლად მიაჩნდათ. იაშინი მეტად აქტიურად თამაშობდა. მეტოქენი მისი სახით დამატებით მცველს ხვდებოდნენ, იაშინის გამოსვლები კარიდან ზოგჯერ გაბედულადაც კი ჩანდა, მაგრამ გამოცდილ მეკარეს შეცდომა არ მოსდიოდა. იგი კონტროლს უწევდა საჯარიმო მოედნის თითოეულ მტკაველს, ხშირად თვით იწყებდა შეტევას საკუთარი კარიდან. ზუსტი გადაცემით იაშინი ბრწყინვალედ „დირიჟორობდა“ მცველებს, აძლევდა მათ მითითებებსა და მოქმედების გეგმას.

საბჭოთა კავშირ-იუგოსლავიის გადამწყვეტი მატჩის წინ ერთ-ერთი მიმომხილველი საბჭოთა ფეხბურთელებს დიდ უპირატესობას მხოლოდ იმიტომ ანიჭებდა, რომ მისი მეკარე იაშინი იყო. მატჩის შემდეგ გაბრიელ ანო საბჭოთა ფეხბურთელების მთავარ „კოზირად“ მიიჩნევდა იაშინის უშეცდომო თამაშს და ორივე გარემარბის არაჩვეულებრივ სისწრაფეს. აი რას წერდნენ დანარჩენი სპეციალისტები;

ჟაკ ფერანი (საფრანგეთი): „პარიზის მატჩის მთავარი ატრაქციონი იყო ორივე მეკარის იაშინისა და ვიდინიჩის თამაში. ჩვენ ყველანი ვიცნობთ საბჭოთა მეკარეს. იგი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს გარეგნული იერით, ჟონგლიორის ჟესტებით, თამაშში ხელითა და ფეხით ბურთის შეყვანით მან არ გაგვიცრუა იმედი“.

ბორა კოსტიჩი (იუგოსლავიის ნაკრების ცნობილი თავდამსხმელი): „იაშინი ნამდვილი დემონია. სამჯერ დავარტყი საჯარიმო რომლებშიც მთელი ჩემი ძალა და მოხერხება ჩავაქსოვე, მაგრამ იგი ყოველთვის ადგილზე იყო“.

ლიუბომირ ლოვრიჩი (იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი): „იაშინი მატჩში საუკეთესო იყო“.

გვინდა მოვიყვანოთ ის მოკლე დახასიათება რომელიც საბჭოთა მეკარეს მისცა ბელგრადის გაზეთმა „სპორტმა“: „ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე მსოფლიოში. აქვს არაჩვეულებრივი რეაქცია. მშვენივრად თამაშობს საჯარიმო მოედანზე, ხშირად მოქმედებს როგორც მცველი“.

ევროპის თასის ფინალურ მატჩებში ყურადღება მიიქცია ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მეკარის შროიფის საიმედო თამაშმა. დიდ იმედებს ამყარებდნენ იუგოსლავიელთა ახალგაზრდა მეკარე შოშკიჩზე, მაგრამ მან შეცდომები დაუშვა პირველივე მატჩში ფრანგებთან. ამიტომ იგი მწვრთნელებმა ახოვანი ვიდინიჩით შეცვალეს. შემდეგში შოშკიჩმა ბევრად გააუმჯობესა თამაში და ისევ „შეავიწროვა“ ვიდინიჩი. მომდევნო წლებში იაშინის ძირითად მეტოქეებად ევროპაში სწორედ შროიფი და შოშკიჩი ითვლებოდნენ. მეკარეთა ძველმა თაობამ, მათ რიცხვში „შვედეთის ჩემპიონატის გმირად“ აღიარებულმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარე გრეგმაც დათმო ასპარეზი.

მსოფლიო პირველობის შესარჩევი მატჩები

1961 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები მსოფლიო პირველობის შესარჩევ მატჩებში შეხვდა თურქეთისა და ნორვეგიის გუნდებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა „ჟიულ რიმეს თასის“ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, ამავე წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირის ნაკრები „ფეხბურთის კონტინენტს“ ეწვია სამი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. ეს იყო თავისებური „დაზვერვა ბრძოლით" მსოფლიო პირველობის წინ.

პირველი მატჩი საბჭოთა ფეხბურთელებს ბუენოს-აირესში ჰქონდათ არგენტინის ნაკრებთან, რომელმაც არ იცოდა, რა იყო საკუთარ მოედანზე დამარცხება. არგენტინელების წამყვანი თავდამსხმელი ხოსე სანფილიპო გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მატჩს მასპინძლები მოიგებდნენ, თავად კი აუცილებლად გაიტანდა გოლს იაშინის კარში. სანფილიპო მართლაც საუცხოო ფორმაში იყო და მისი დანაქადი არავის გაჰკვირვებია. მაგრამ აი დაიწყო თამაში არგენტინელი თავდამსხმელები, და მათ რიცხვში სანფილიპოც, ახერხებდნენ „ცეცხლის ხახზეს გასვლას სახიფათოდ ემუქრებოდნენ კარს, მაგრამ იაშინი ჭეშმარიტად ფანტასტიკურად თამაშობდა მისმა სრულყოფილმა ტექნიკამ, „რეაქტიულმა" სისწრაფემ, დიდმა სიმშვიდემ სათანადო გავლენა მოახდინა მაყურებლებზე, რომლებსაც შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ იაშინს შეეძლო ყოველგვარი ბურთის აღება. არგენტინელი თავდამსხმელები, რომლებმაც ასე რიხიანად დაიწყეს მატჩი, თანდათანობით განერვიულდნენ. მათმა გადაცემებმა დაკარგეს სიზუსტე, ფორვარდები ვერ იყენებდნენ ცალკეულ, აშკარად საგოლე მომენტებსაც კი. იყო მომენტი, როდესაც სანფილიპო კარის პირისპირ, იაშინთან 6 მეტრის დაშორებით აღმოჩნდა, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე თავგანწირული ნახტომით დაეუფლა ბურთს. გამწარებული სანფილიპო მიწაზე დაეცა და ნერვული ცახცახი აუვარდა.

მეტად თავისებური „მეტამორფოზა“ მოუვიდა მატჩის დროს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კოლომბოს. როდესაც იაშინი კარიდან შორს გამოვიდა ერთ-ერთი გარღვევის ჩასაშლელად, პრეზიდენტმა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, რას სჩადის ეს ადამიანი? ასეთი მოქმედება ხომ მეტად სახიფათოა!" როდესაც იაშინი ერთხელ კიდევ გამოვიდა კარიდან ბურთის დასაუფლებლად, პრეზიდენტს აღარ გაჰკვირვებია: „არაფერია, იგი დაისჯება“. შემდეგმი კოლომბომ ალღო აუღო იაშინის მოქმედებას და თამაშის დამთავრების შემდეგ განაცხადა რომ ასეთი მეკარე მას არ უნახავს, მატჩის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე იაშინმა მცირე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მასლაჩენკო ჩაება თამაშში. ახალგაზრდა მეკარემ შეცვალა ვეტერანი ჩილიელებთან შეხვედრაში, მაგრამ იაშინს ტკივილმა გაუარა და ისევ საუცხოოდ ითამაშა ურუგვაელებთან. ამ სამი მატჩის მოგებამ საბჭოთა ფეხბურთელებს დიდი სახელი მოუხვეჭა ხოლო იაშინი მსოფლიოს საუკეთესო. მეკარედ იქნა აღიარებული. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს VII ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩებოდა ფეხბურთის სამყაროს ყურადღება ჩილისაკენ იყო მიპყრობილი.

თუ მსოფლიოს წინა ჩემპიონატის დასაწყისში იაშინის თამაშის მანერა არ იყო კარგად ცნობილი მეტოქეთათვის, ახლა მის წინააღმდეგ მწვრთნელები სპეციალურად ამზადებდნენ მოთამაშეებს. კარგად შეისწავლეს ფილმები, სადაც იაშინის თამაში იყო გადაღებული. ამჯერად იაშინი უარესად თამაშობდა, ვიდრე ოდესმე. საყოველთაო აღიარებით, ჩილიში მეკარეები „არ ბრწყინავდნენ“. იაშინმა კარგად ჩაატარა შეხვედრები იუგოსლავიელებსა და ურუგვაელებთან, მაგრამ კოლუმბიელებთან და ჩილიელებთან ნერვულად მოქმედებდა. ამ შეხვედრებში არ ჩანდა „შვედეთისა და პარიზის იაშინი“, ზოგი მიმომხილველი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ უძლიერესად მიიჩნევდა შროიფს (ჩეხოსლოვაკია, რომელმაც სპორტული თავგანწირვის ნიმუში გვიჩვენა), ზოგი შოშკიჩსა (იუგოსლავია) და ფარიანს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) გამოითქვა აზრი, რომ ყველას მაინც „მექსიკელი ზამორა“ – კარბახალი სჯობდა. აზრთა ასეთი დიდი სხვადასხვაობა არც ერთი შეჯიბრების შემდეგ არ ყოფილა.

„იდეალური ნაკრები”

აი როგორი „იდეალური ნაკრები” შეადგინა მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ დპას სააგენტომ (გერმანიის ფედერაცბული რესპუბლიკა): მეკარე შროიფი (ჩეხოსლოვაკია), მცველები – ჯალმა სანტოსი (ბრაზილია) მალდინი (იტალია), შნელინგერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ნახევარმცველები – ზიტო (ბრაზილია) მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), თავდამსხმელები – გარინჩა (ბრაზილია), ტორო (ჩილი), ვავა (ბრაზილია) ტიხი (უნგრეთი) ლეონელ სანჩესი (ჩილი). ამავე სააგენტოს მიმომხილველის აზრით ევროპის ნაკრები ასე გამოიყურებოდა: შროიფი, დურკოვიჩი (იუგოსლავია), მალდინი, შნელინგერი, შოიმოში (უნგრეთი), მასოპუსტი, შანდორი (უნგრეთი) შერერი (ჩეხოსლოვაკია), უვე ზეელერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), გალიჩი (იუგოსლავია), ჩარლტონი (ინგლისი).

ასეთი იდეალური ნაკრებები სხვა სააგენტოებმა და გაზეთებმაც შეადგინეს მაგრამ მათში იაშინი არ ჩანდა. მოსკოვის „დინამოშიც“ კი მას ხშირად ბელიაევი ცვლიდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სახელოვან მეკარეს ფეხბურთი უნდა მიეტოვებინა. 1963 წლის 22 სექტემბერს, იტალიის „სკუადრა აძურასთან” ევროპის თასზე შეხვედრის წინ საბჭოთა ფეხბურთელებმა ტრადიციული ამხანაგური მატჩი ითამაშეს უნგრელებთან. მატჩი საბჭოთა კავშირის ნაკრების გარკვეული უპირატესობით მიმდინარეობდა და ვ. ივანოვის მიერ 69-ე წუთზე გატანილ გოლს უნდა მოეტანა კიდეც გამარჯვება, მაგრამ იაშინმა, რომელიც აქამდეც ნერვულად და შეცდომებით თამაშობდა, იოლი ბურთი გაუშვა და მატჩიც ფრედ დამთავრდა.

და ასეთ მძიმე წუთებში იაშინს დაეხმარენ მწვრთნელები, სპეციალისტები, მეგობრები. მოსკოვის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ა პონომარიოვი წერდა: „ჩილის „ფიასკომ“ ტექნიკური ფიზიკური და ოსტატობის მხრივ ტრავმა როდი: მიაყენა იაშინს. ეს იყო ფსიქოლოგიური დეპრესია და სულ მალე იაშინი კვლავ ფორმაშ იქნება”.

კონსტანტინე ბესკოვი წერდა: „მე ძალზე კარგად შევისწავლე იაშინი. მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია“.

წარსულში განთქმული მეკარე ალექსი ხომიჩი, რომელიც ოდესღაც ახალგაზრდა იაშინთან მეცადინეობდა და თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ამბობდა: „თქვენ ჯერ კარგად არ იცნობთ იაშინსი“.

„საუკუნის მატჩი“

1963 წლის 23 ოქტომბერს ლონდონის „უემბლის”. სტადიონზე დანიშნული იყო ინგლისის ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი „სამყაროს ნაკრებსა“ და ინგლისელებს შორის „სამყაროს ნაკრების“ შედგენა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაავალა სპეციალურ კომისიას. როდესაც „სელექციონერები“ მუშაობას დაამთავრებდნენ, შექმნილი ნაკრები მცირე ხნით უნდა ევარჯიშებინა ჩილიელ სპეციალისტ ფერნანდო რიერას რომელსაც მიენიჭა გადამწყვეტი ხმა გუნდის შედგენის საქმეში. კომისიამ ამ სამყაროს ნაკრების მეკარედ დაასახელა სამი კანდიდატურა: შროიფი, შოშკიჩი და ფარიანი. როდესაც საქმე რიერაზე მიდგა, იგი „სელექციონერებს” არ დაეთანხმა მან განაცხადა „იაშინი არ უნდა დავადანაშაულოთ ჩილის გოლებში. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ“. რიერას მოთხოვნით, იაშინი შეყვანილ იქნა „სამყაროს ნაკრებში, ხოლო მეორე მეკარის ადგილი დაეთმო შოშკიჩს.

მაგრამ ლონდონში გამგზავრებამდე საბჭოთა კავშირის ნაკრებს მოსკოვში მოელოდა ძნელი მატჩი ევროპის თასზე იტალიის „სკუადრა აძურასთან, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე დაუმარცხებლად იბრძოდა. გადაწყდა რომ იაშინი მონაწილეობას არ მიიღებდა ამ შეხვედრაში, დაისვენებდა და თან „საუკუნის მატჩისათვის“ მოემზადებოდა. კარის დაცვა მიენდო რამაზ ურუშაძეს, რომელსაც იაშინი ყოველნაირად ამხნევებდა. ეს მატჩი ახალგაზრდა მეკარემ კარგად ჩაატარა. საბჭოთა ფეხბურთელებმა მოიგეს ანგარიშით 2:0 და რომის საპასუხო მატჩში ფრეც ყოფნიდათ. ახლა იაშინის ჯერი იყო. მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოელოდა ლონდონში ინგლისის საუცხოო ნაკრების წინააღმდეგ. „რა უცნაურია ეს მოხუცი რიერა – თქვა იტალიელების მწვრთნელმა ედმონდო ფაბრიმ, როცა გაიგო, რომ „სამყაროს ნაკრებში“ იაშინი იქნა შეყვანილი. ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, ოდესღაც ცნობილმა მცველმა ალფრედ რამსეიმ განაცხადა: „ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი რეპუტაციის მქონე მოთამაშეები. ისინი ლონდონში ან ამ რეპუტაციას დაიცავენ ანდა ჩვენ მოვუსპობთ მას“.

და აი 23 ოქტომბერიც დადგა. აქამდე ინგლისის ნაკრები ორჯერ შეხვდა ფიფას გუნდს 1938 წელს ინგლისური ფეხბურთის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი ლონდონში მასპინძლებმა მოიგეს ანგარიშით 3:0, 1953 წელს 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე კი ფრეს (4:4) დასჯერდნენ. მაგრამ მესამე მატჩმა, რომლისადმი მიძღვნილი ფილმი მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებმა ნახეს, სანახაობითი თვალსაზრისით წინა შეხვედრებს უდაოდ გადააჭარბა.

მატჩის არბიტრმა რ. დავიდსონმა (შოტლანდია), რომელსაც ეხმარებოდნენ ტ. მიტჩელი (ირლანდია) და დ. კინგი (უელსი), გუნდები მოედანზე გამოიძახა. ფიფა-ს ნაკრებმა თამაში დაიწყო ასეთი შემადგენლობით: იაშინი, ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), კარლ-ჰაინც შნელინგერი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), სვატოპლუკ პლუსკალი (ჩეხოსლოვაკია), იან პოპლუხარი (ჩეხოსლოვაკია) იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), რაიმონ კოპა (საფრანგეთი), დენის ლოუ (შოტლანდია), ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი), ეუსებიო და სილვა ფერერა (პორტუგალია) ფრანცისკო-ჰექტორ ჰენტო (ესპანეთი).

ინგლისის ნაკრები თამაშობდა ასეთი შემადგენლობით: მეკარე გორდონ ბენქსი, მცველები – ჯიმი არმფილდი, მორის ნორმანი რეი უილსონი; ნახევარმცველები – გორდოინ მილნი და ბობი მური; თავდამსხმელები – ტიერი პეინი, ჯიმი გრივსი, ბობი სმიტი, ჯორჯ ისტჰემი და ბობი ჩარლტონი.

მატჩის წინა დღით იაშინი 34 წლის გახდა. მას ფეხბურთელებმა მშვენიერი ტრადიციული ტორტი მიართვეს.

შეხვედრა „უემბლის“ სტადიონზე ბევრის აზრით ხელოვნურად დადგმული სპექტაკლი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი გუნდები მხოლოდ გამარჯვებისაკენ მიისწრაფოდნენ. ინგლისელთა მწვრთნელი ალფრედ რამსეი ძალზე უკმაყოფილო დარჩა როდესაც ფიფას ხელმძღვანელობამ „სამყაროს ნაკრებს“, 5 სათადარიგო მოთამაშის გამოყენების ნება მისცა ასეთივე უფლება მიეცათ ინგლისელებსაც, მაგრამ მათ ამით არ უსარგებლიათ. რამსეის ცენტრალური თავდამსხმელი ბობი სმიტიც არ შეუცვლია, თუმცა იგი მცირე ხნით ადრე ტრავმირებული იყო.

„საუკუნის მატჩი“ ოდნავ მოგვიანებით უამრავმა მიმომხილველმა გაარჩია. დასაწყისიდანვე ინგლისელები ეკვეთნენ მოწინააღმდეგეს შნელინგერი იძულებული იყო პეინთან ბრძოლაში ბურთი გვერდითი ხაზის იქით გაეშვა. გრივსმა მიიღო საუცხოო გადაცემა და ძლიერი დარტყმით გაგზაგნა იგი კუთხეში, მაგრამ იაშინმა ბრწყინვალედ მოიგერია მეტად ძნელი ბურთი. იგი მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა. შემდეგში ტრიბუნებზე კიდევ არაერთხელ გაისმა ოვაცია იაშინის პატივსაცემად მან მთელი შეხვედრა დიდი აღმავლობით, უშეცდომოდ ჩაატარა.

მეტად ლამაზად თამაშობდნენ „სამყაროს ნაკრების“ თავდამსხმელები „არმადორის" (გამთამაშებლის) რთული როლი დი სტეფანომ იკისრა, ფრთებზე მწვავედ თამაშობდნენ კოპა და ჰენტო, ხოლო ეუსებიოსა და ლოუს გარღვევებმა არაერთხელ ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში ინგლისელთა დაცვა. მე-16 წუთზე ეუსებიომ ძლიერად დაარტყა დაბალ კუთხეში, მაგრამ ბენქსი დაეუფლა ამ ბურთს.

კიდევ უფრო „სახიფათო“ იყო ინგლისელთა შეტევები. ცენტრალური თავდამსხმელი ბობი სმიტი თამაშობდა ტრადიციული ინგლისური სტილით, ძალისმიერი მანერით, დიდი შემართებით. ინგლისელთა „ვარსკვლავი“ ჯიმ გრივსი თავისი ოსტატობით სჭარბობდა ყველა პარტნიორს. როგორც ფიფას ნაკრების მწვრთნელმა რიერამ განაცხადა, გრივსი და ჩარლტონი „სამყაროს ნაკრებში“ თამაშის ღირსნიც იყვნენ ლონდონის გაზეთ „დეილი უორკერის“ მიმომხილველის ჯეფ ელისის აზრით, გრივსმა „კარში უფრო მეტი ბურთი დაარტყა, ვიდრე ყველა მისმა პარტნიორმა, ერთად აღებულმა". კარგად ანაწილებდა ბურთებს ინგლისელთა „დისპეტჩერი“ ჯორჯ ისტჰემი, ცნობილი მარცხენა გარემარბი ბობი ჩარლტონი დროდადრო ცენტრში ინაცვლებდა, იაშინს „ყუმბარებს უშენდა“. ნაკრების დებიუტანტმა ტერი პეინმა საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა თავისი გააზრებული მანევრული თამაშით და სისწრაფით. ასეთი „შესანიშნავი ხუთეულის შეტევების მიუხედავად, იაშინი საუცხოოდ თამაშობდა და გოლი არ გაუშვა.

შესვენების შემდეგ იაშინი შოშკიჩმა შეცვალა. მეტი სიმძაფრით ამოქმედდღა დუეტი სმიტი-გრივსი 63-ე წუთზე ინგლისელების მწვავე შეტევებმა ბოლოს და ბოლოს ნაყოფი გამოიღო. სმიტმა კარგად გაიყვანა კართან პეინი რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში „სამყაროს ნაკრებსაც“ არ დაუყრია ფარხმალი. ლოუ, რომელიც პირველ ტაიმში ბევრს თამაშობდა საკუთარ ნახევარზე, ახლა გაბედულად გავიდა წინ მიიღო საუცხოო გადაცემა და ეფექტური საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1 და მაინც ინგლისელებმა მოახერხეს გამარჯვება ხელიდან გამოეგლიჯათ ძლიერი მეტოქისათვის, ჩარლტონი, რომელიც აქამდე ხშირად ცენტრისაკენ მიისწრაფოდა, ახლაც კარგად გავიდა გარღვევაზე. მან უკან ჩამოიტოვა მცველები და შეიჭრა საჯარიმო მოედანზე, სადაც გრივსი იმყოფებოდა. ჩარლტონის ძლიერი დარტყმა შოშკიჩმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან გაჩნდა გრივსი და გაიტანა მეორე გოლი 2:1. ინგლისელებმა გამარჯვებულებმა დატოვეს მოედანი.

იმავე ელისის აზრით „ეს იყო მშვენიერი საჩუქარი. ინგლისელმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს ფეხბურთის ასოციაციის 100 წლისთავი, შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთესი მოგებით თავიანთი ფეხბურთის ისტორიაში". ელისი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ სამივე გოლი ამ მატჩში გატანილ იქნა ბრიტანელი მოთამაშეების მიერ.

საუკუნის მატჩის მონაწილეთაგან გამოყოფდნენ ორს – იაშინსა და გრივსს. გრივსის აზრით, „იაშინნ დიდებული იყო“, ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, „არსენალის“ მწვრთნელმა ბილ რაიტმა იაშინის თამაშს სამაგალითო უწოდა და მოუწოდა ყველა ინგლისელ მეკარეს მიებაძათ მისთვის. იაშინმა დაამტკიცა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის რეპუტაცია.

შეხვედრა იტალიის ნაკრებთან

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ იაშინი შეუდგა მზადებას იტალიის ნაკრებთან შესახვედრად, რომელიც 10 ნოემბერს იყო დანიშნული რომში. იტალიელთა მწვრთნელმა ფაბრიმ გადაახალისა „სკუადრა აძურა", რომელსაც ორი ბურთის განსხვავებით მაინც უნდა მოეგო შეხვედრა, რათა მიეღწია მესამე, დამატებითი მატჩისათვის. გუნდში შეყვანილ იქნა ხუთი ახალი მოთამაშე. განსაკუთრებით დიდ იმედებს ამყარებდნენ ალპებში ·თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულ ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟ სანდრინო მაცოლაზე. მიმომხილველთა აზრით, ცენტრალური თავდამსხმელების დუეტს რივერასა და მაცოლას სახით უნდა გაერღვია საბჭოთა კავშირის ნაკრების დაცვა.

გუნდები მოედანზე გამოვიდნენ ასეთი შემადგენლობით: საბჭოთა კავშირი – იაშინი, მუდრიკი, შესტერნიოვი, შუსტიკოვი, კრუტიკოვი, ვორონინი, ჩისლენკო, ივანოვი, გუსაროვი, კოროლენკოვი, ჰუსაინოვი. იტალია – სარატი, ბურგნიჩი, ფაკეტი, სალვადორე, გუარნიერი, ტრაპატონი, დომენგინი, ბულგარელი, მაცოლა, რივერა, მენიკელი.

იტალიელებმა ეს შეხვედრა ბევრად უკეთესად ჩაატარეს,. ვიდრე მოსკოვში. მათ სწრაფი იერიშით დაიწყეს თამაში და: თავიდანვე აიძულეს იაშინი ბრძოლაში ჩაბმულიყო. პირველივე წუთებში მან ფეხით მოიგერია დომენგინის მიერ დარტყმული ბურთი. შემდეგში იაშინმა ისეთი გარღვევების ლიკვიდაცია მოახდინა, რომ იტალიელ თავდამსხმელებს შიში შეეპარათ მაყურებლებმა რომლებიც მთელი სულითა და გულით თანაუგრძნობდნენ თავისიანებს, საერთოდ დაკარგეს იმედი, რომ იტალიელები მოახერხებდნენ იაშინის კარის აღებას, ამასობაში გუსაროვმა გამოიყენა ჩისლენკოს გადაცემა და იტალიელთა მეკარე სარტი აიძულა ბურთი ბადიდან გამოეტანა.

მეორე ტაიმში იტალიელებმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლა მაინც არ წაუვიდოდათ ხელიდან იაშინი. „განაჩენის აღსრულება“ მათ მაცოლას მიანდეს რომელიც 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის საუცხოო ოსტატად ითვლებოდა. მაგრამ მაცოლამაც ვერ უშველა „ცისფერ გუნდს“ – იაშინმა აიღო პენალტი. შემდეგში მაცოლა თავს იმით იმართლებდა, რომ იგი ცდილობდა „დაერწმუნებინა“ იაშინი თითქოს მარცხენა კუთხეში არტყამს, სინამდვილეში მან მარჯვენაში დაარტყა. მაგრამ მეკარე არ მოტყუვდა და ბურთს დაეუფლა. ეს მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მოხდა.

მართალია, თამამის დამთავრებამდე ორი წამით ადრე რივერამ გაიტანა საპასუხო ბურთი და მატჩიც ფრედ 1:1 დამთავრდა, მაგრამ ეს ფრე იტალიელებისათვის წაგებას უდრიდა – ისინი გათამაშებას გამოეთიშნენ.

მოგვყავს სპეციალისტების აზრი ამ მატჩში იაშინის თამაშის შესახებ:

კონსტანტინე ბესკოვი „იაშინმა თამაში ჩაატარა თავის ძალებში დარწმუნებულად და საიმედოდ. მთლიანად გაამართლა ჩვენი იმედები. მან გუნდს დიდი სარგებლობა მოუტანა არა მარტო იმით, რომ კარგად იცავდა კარს, არამედ იმითაც, რომ მარჯვედ ხელმძღვანელობდა მცველებს, დაცვის ზუსტი მოქმედება მეტისმეტად დაძაბულ და ნერვულ ვითარებაში – ძირითადად მისი დამსახურებაა“.

„უნიტას“ მიმომხილველი ატილიო კამორიანო წერილში „ილუზიების დასასრული“ აღნიშნავდა „საწყალი მაცოლა! როგორ არ გაუმართლა, მას როდესაც იგი კარში არტყამდა ეტყობა დაავიწყდა რომ მას იაშინი იცავდა“.

ლონდონის „დეილი უორკერი“ წერდა: „რუსი მეკარის ლ. იაშინის საუცხოო თამაში რომ არა, იტალიელები უკეთეს შედეგს მიაღწევდნენ“.

ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ მიმომ- ხილველი რობერ ვერნი წერილშიყთ რომელსაც თავისებური სათაური „როგორც ჭადრაკში” ჰქონდა, აღნიშნავდა: „ეს გავდა საჭადრაკო დუელს, მაგრამ ჭადრაკში ხომ როგორც ცნობილია, რუსებს არა ყავთ მეტოქეები. მათ გაამაგრეს თავიანთი დაცვითი ხაზები, ამასთან კოროლენკოვი და ვორონინი აქტიურად ებმებოდნენ დაცვაში და ეხმარებოდნენ თავდამსხმელებსაც. დანარჩენი მე არ მერიდება ამის თქმა, გააკეთა იამინმა“.

„თქვენ თვითონ განსაჯეთ. ერთი მატჩის განმავლობაში მან სამი სასწაული მოახდინა კუთხურზე მოიგერია წარმოუდგენელი სიძნელის ბურთი, აიღო ბურთი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმიდანაც და, გარდა ამისა, არაერთხელ იასნა კარი აშკარა გოლისაგანრ ამ სამ საბრძოლო გმირობას იტალიელების დემორალიზაცია მოჰყვა რომლებიც დარწმუნდნენ, რომ მათ წინაშე აუღებელი ცოცხალი კედელია“.

მალე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ესოდენ წარმატებით გამოსვლას იაშინისათვის ერთბ სიხარულიც მოჰყვა. მისმა გუნდმა მოსკოვის „დინამომ“ კიდევ ერთხელ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. ეს მისი მეათე ტრიუმფი იყო საბჭოთა კავშირის პირველობაზე.

ყოველივე ამას ისიც დაერთო, რომ იაშინი ცნობილ იქნა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1963 წლისათვის. მას მიენიჭა „ფრანს ფუტბოლის, ჯილდო – „ოქროს ბურთი“.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევაში მრავალი გამოჩენილი სპეციალისტი და ჟურნალისტი მონაწილეობს. მათ უნდა შეავსონ ანკეტები ხუთი კაცის სახელზე. აქედან პირველ ადგილზე დასახელებულს 5 ქულა ენიჭება მეორე ადგილისათვის – 4 ქულა და ა. შ. „ფრანს ფუტბოლის“ რედაქცია აჯამებს და მოგვიანებით აქვეყნებს ამ კონკურსის შედეგებს . „ფრანს ფუტბოლმა“ ეს ტრადიცია დაამყარა 1956 წლიდან. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად მორიგეობით იყვნენ აღიარებულნი მეტიუზი, დი სტეფანო, კოპა, ისევ დი სტეფანო, სუარესი სივორი და მასოპუსტი.

საყურადღებოა, რომ 1963 წლისათვის ბევრი მოელოდა ჭაბუკი იტალიელის ჯანი რივერას გამარჯვებას, მაგრამ აქ იმოქმედა ორმა ამბავმა: ჯერ ერთი, მოსკოვსა და რომში იტალიელთა წარუმატებელი თამაშის შემდეგ იტალიელთა და მათთან ერთად, რივერას „აქციები დაეცა,, ხოლო იამინის ავტორიტეტი მეტად განმტკიცდა ლონდონსა და იტალიის დედაქალაქში ბრწყინვალე გამოსვლით. აი 1963 წლის კონკურსის შედეგები: იაშინმა მიიღო 73 ხმა რივერამ – 56, გრივსმა (რომლის პოპულარობა მკვეთრად გაიზხარდა საუკუნის მატჩში გამოსვლის შემდეგ) – 51, ლოუმ – 45 და ეუსებიომ – 19.

იაშინი მეკარეთაგან პირველი იყო, რომელსაც „ოქროს ბურთი“ ერგო. უფრო მეტიც, ადრე კონკურსი ყოველთვის თაგდამსხმელთა ტრიუმფით თავდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი დაშვებულ იქნა 1962 წელს მასოპუსტისათვის.

აი რას წერდა კონკურსის შედეგებისადმი მიძღვნილ სტატიამში „ფრანს ფუტბოლის" მთავარი რედაქტორი მაქს იურბინი. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვინახავს საუცხოო ზამორაც, შესანიშნავი პლანიჩკაც, იყვნენ ექსტრა-კლასის სხვა მეკარეებიც. მაგრამ მათ ყველას გაასწრო იაშინმა, რადგან იგი ასახავს ყველა მათ ღირსებებს, ოსტატობასა და მიღწევებს. მოედანზე მარტო თავისი ყოფნით იაშინი ნირს უხდენს მეტოქეებს და აღაფრთოვანებს პარტნიორებს."

„ფრანს ფუტბოლი“ წერდა: „იამინმა ათასჯერ დაიმსახურა ეს ჯილდო არა მარტო მიმდინარე სეზონში თამამით, არამედ მთელი თავისი ხანგრძლივი და სახელოვანი გზით თანამედროვე ფეხბურთში, საყურადღებოა, რომ იგი ევროპის პირველ ფეხბორთელად დაასახელეს ევროპის 11 ქვეყნის ჟურნალისტებმა. ეს მისი კანონზომიერი ტრიუმფი იყო, მით უმეტეს, რომ იაშინს ადრეც მუდამ ასახელებდნენ ევროპის უძლიერეს ფეხბურთელთა შორის. 1956 წელს მას ერგო მე-5 ადგილი, 1957 წ. მე-11, 1958 წ. მე-14, 1959 წ. მე-11, 1960 წ. მე-5, 1961 წ. მე-4, მხოლოდ 1962 წელს არ იქნა დასახელებული იაშინი ევროპის უძლიერეს ფეხბურთელთა შორის.

აი რას წერდა რამდენიმე. გამოჩენილი სპეციალისტი მის შესახებ: ჟ. ფერანი (საფრანგეთი) – ჩემთვის იაშინი საერთაშორისო კლასის ფეხბურთელთა უფროსი თაობის ერთ- ერთი უკანასკნელი და უდიდესი წარმომადგენელია. იგი ევროპის ჩემპიონია, „ჟიულ რიმეს თასი“ მეოთხედფინალის მონაწილე და „სამყაროს ნაკრების“ მეკარე მან უდავოდ დაიმსახურა ეს ჯილდო, რომელიც ღირსეულად აგვირევინებს მის ბრწყინვალე კარიერას“.

ფ. ვაილენი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) – „ისევე როგორც გასულ წელს, მრავალი ჩემი კოლეგისაგან განსხვავებით, მე სიაში პირველმა შევიტანე მეკარე იაშინი და მცველი შნელინგერი. საქმე ისაა რომ დაცვას თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემი ორივე კანდიდატი, თავისი ფუნქციების მიუხედავად, მე ვიტყოდი, შემტევი აგრესიული ფეხბურთის წარმომადგენელია. ჩემი არჩევანი შევაჩერე იაშინზე, რადგან საბჭოთა მეკარე ამ სეზონში მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ბურჯი იყო“.

ვ. ლიბერგი (შვედეთი) –– „ჩილიში არცთუ ისე წარმატებით გამოსვლის შემდეგ იაშინმა მთლიანად მოახდინა თავისი რეაბილიტაცია და დაიბრუნა მსოფლიოს პირველი მეკარის სახელი. მისმა კლუბმა „დინამომ“ საოცრად ცოტა ბურთები გაუშვა“.

1964 წლის დასაწყისში მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური წერილი მიიღო. აქ ფიფა მოსკოვის „დინამოს“ მადლობას უხდიდა მსოფლიოს ნაკრების ასეთი შესანიშნავი მეკარის აღზრდისათვის.

წყარო

ოქროს ბურთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები