იერეთიყო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჲერეთიყო (ადიღ. Еретыкъу) – ამინდის ღვთაების – ელის – დამხმარე ზებუნებრივი არსება ადიღურ მითოლოგიაში. გადმოცემის მიხედვით, ელს, რომელიც ღმერთმა მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მფარველად დანიშნა, წვიმის გამოსაწვევად და გვალვის ასაცილებლად თავისი იარაღი – ელვა (შიბლე) – გველ-ცხენი, გადასცა. ელი დაკისრებულ მოვალეობას ძლივს ართმევდა თავს, რადგან შიბლე ბოროტი და დაუოკებელი იყო. ამიტომ უზენაესმა ურჩია დამხმარედ ძლიერი და მამაცი მიწიერი ჲერეთიყო აეყვანა. ელმა ჲერეთიყოს მოსაყვანად გაგზავნა ელვა – გველცხენი, რომელიც მას მეხთატეხით დააცხრა, ცხენიანად დაიჭირა და ზეცისკენ გაიტაცა. ჲერეთიყო გზად ცხენიდან ჩამოხტა, შიბლეს – გველ-ცხენს, მოაჯდა და დაიმორჩილა. ახლა იგი შიბლეს აზის, მართავს ამინდს, იცილებს გვალვას და ებრძვის ავსულებს, რომლებიც დიდი ღმერთის კეთილ ზრახვებს უპირისპირდებიან. ამიტომ შეამჩნევენ თუ არა ცაზე ელვის გაკრთომას, ადიღები ამბობენ: "ჲერეთიყო მისდევს ურჩხულს. დე, ღმერთმა უშველოს". უზენაესთან, ელთან და შიბლესთან ერთად, ჲერეთიყო ხშირად იხსენიება ადიღური საწესო სიმღერების ტექსტებში.


ლიტერატურა

Азаматова М.-К. З. Культ божеств, магические обряды в раннеклассовом обществе и трансформация их через религии христианства и ислама // Религиозные верования адыгов. Майкоп, 2001.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები