იერიშის ცეცხლით მხარდაჭერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის ცეცხლით მხარდაჭერა - კომპლექსური ცეცხლით მოწინააღმდეგის დაზიანების ერთ-ერთი პერიოდი, რომელიც მოიცავს არტილერიის ცეცხლს, ავიაციის, სარაკეტო ჯარებისა და სხვა საშუალებების დარტყმებს, რომლებიც მოწინააღმდეგეს მოიერიშე ჯარების წინ თანამიმდევრულად აზიანებენ.

მისი მიზანია, არ დაუშვას მოწინააღმდეგის დარღვეული ცეცხლის სისტემის მართვის აღდგენა, ხელი შეუწყოს იერიშს, დააბრკოლოს მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის წარმოება, ძალების და საშუალებების მანევრი, ჩაახშოს მისი საცეცხლე საშუალებები და გაანადგუროს ცოცხალი ძალა, შეინარჩუნოს ცეცხლით უპირატესობა მოწინააღმდეგეზე.

იერიშის ცეცხლით მხარდაჭერა იწყება მას შემდეგ, რაც ქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები გადიან იერიშზე გადასვლის ზღუდეზე დივიზიის (პოლკის) მეთაურის სიგნალით და, ჩვეულებრივ, გრძელდება, სანამ ჯარები დაეუფლებიან თავდაცვის რაიონებს I-ლი ეშელონის ბრიგადების (პოლკების) სიღრმეზე (8-10კმ, ზოგჯერ უფრო მეტი). იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილებია იერიშის საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერა.

იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის მეთოდები შეიძლება იყოს: მოძრავი საცეცხლე ზონა, ცეცხლის ტალღა, ცეცხლის თანამიმდევრული თავმოყრა, თავმოყრილი ცეცხლი და ცეცხლი ცალკეულ მიზნებზე, აგრეთვე მათი შეხამება.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები