ფალიაშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ივანე ფალიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ფალიაშვილი

ივანე ფალიაშვილი – (1 ოქტომბერი 1868, ქუთაისი – 7 მარტი 1934, თბილისი), ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1924). ერთხანს უკრავდა ორგანზე თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1887-იდან თავის ძმასთან, ზაქარიასთან ერთად მღეროდა ლ. აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში. სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერეტო დასში. 1892 მიიწვიეს თბიისის „სამუსიკო წრის“ დირიჟორად (აქ მის სპექტაკლებში მონაწილეობდა თ. შალიაპინი). 1893-1922 ივანე ფალიაშვილი მუშაობდა აგრეთვე უკრაინისა და რუსეთის საოპერო თეატრებში დირიჟორად და ქორმაისტერად, 1922-34 – თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. შექმნა „აბესალომ და ეთერის“ და „დაისის“ შესრულების მხატვრული ტრადიცია. იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი, დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1923-28). ივანე ფალიაშვილის რეპერტუარში შედიოდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა 80-ზე მეტი ოპერა. დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს. მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის IX სიმფონია (1927). ივანე ფალიაშვილის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობითა და ემოციურობით.

თ. კვირიკაძე




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები