ივანიანი ქრისტეფორე
ქრისტეფორე ივანეს ძე ივანიანი – (20.12.1920-30.08.1999) სომეხი არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1993).
დაიბადა ტფილისში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი და დაიწყო სამხედრო სამსახური ოცმეთაურად, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა (1941-1945) წლების, სსრკ დიდ სამამულო ომში. ომი დაამთავრა ჩეხოსლოვაკიაში.
1941-1942 წლებში მეთაურობდა 59-ე პოლკის მსუბუქ არტილერიას.
1942-1943 წლებში მეთაურობდა 36-ე არმიის, საზღვაო ქვეითების 76-ე ბრიგადას.
1943-1944 წლებში მეთაურობდა 195-ე სამთო-ნაღმმტყორცნელ პოლკს.
1944 წელს დაინიშნა 318-ე სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაურად.
1944-1945 წლებში მეთაურობდა 128-ე მსროლელ დივიზიას.
1946-1949 წლებში სწავლობდა მ. ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიაში.
1949-1952 წლებში მსახურობდა საარტილერიო კორპუსის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსად.
1952-1955 წლებში მეთაურობდა 280-ე გვარდიულ გამანადგურებელ ტანკსაწინააღმდეგო პოლკს (გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში).
1955-1956 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში.
1956-1958 წლებში მეთაურობდა ცალკეულ გვარდიულ გამანადგურებელ - ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადას.
1958-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრას.
1962 წელს დაამთავრა ლენინგრადის საარტილერიო აკადემიასთან არსებული კურსები.
1962-1968 წლებში მეთურობდა 52-ე მსროლელ ბრიგადას (ოდესის სამხედრო ოლქში).
1968 წლის 23 თებერვალს მიენიჭა არტილერიის გენერალმაიორის სამხედრო წოდება.
1968-1973 წლებში მსახურობდა მე-14 არმიის სარაკეტო ჯარების და არტილერიის უფროსად (ოდესის სამხედრო ოლქში).
1973-1978 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარების და არტილერიის უფროსის მოადგილედ.
40-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, იმიერბაიკალის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის სარდლის თანამდებო ბიდან, 1978 წელს გავიდა თადარიგში.
1978-1992 წლებში იმყოფებოდა პენსიაში და ცხოვრობდა ლენინგრადში.
1992 წლის ივლისიდან მსახურობდა სომხეთის ჯარში.რთელობის გამო გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, სადაც გადიოდა ინტენსიურ კურსს. გარდაიცავლა იქვე. გენერალი ივანინი პირადად აკონტროლებ და სამხედრო მშენებლობას და საკმაოდ მკაცრად სჯდი და მათ, ვინც არ ასრულებდა მის დავალებებს.
გენერალი ივანიანი იყენებდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამაულო ომში მიღებულ გამოცდილებას, სამხედრო ეშმაკობებს, რომელთა დახმარებითაც მკვეთრად მცირდებოდა ბრძოლის ველზე დაღუპულთა რიცხვი. გენერალი ივანიანი პირადად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში (რამოდენიმე ჯერ იყო სერიოზულად დაჭრილი, როცა მისი მანქანა აფეთქდა ნაღმზე), შექმნა საარტილერიო სასწავლო ცენტრი, რომელიც გაიარა ათასობით ჯარისკაცმა და ოფიცერმა.
გენერალ-ლეიტენანტი ივანიანი კიდევ რამოდენიმე ხანს მეთაურობდა სომხეთის არმიის ერთ-ერთ ბრიგადას. იყო რა ყველაზე უხუცესი ოფიცერი სომხეთის არმიაში, 1997 წელს, 77 წლის ასაკში გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
2000 წელს მისი სახელი მიენიჭა სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს და სტეფანაქერთის სამხედრო სასწავლებელს.
2000 წლის 1 სექტემბერს განსაკუთრებული დამსახურებისათვის და, ამავდროულად, გამოჩენილი მამაცობისა და პირადი თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ოქროს არწი ვის ორდენი. გარდა ამისა დაჯილდოებული იყოსაბრძოლო ჯვრის I ხარისხით.
საბრძოლო დამსახურებისათვის (1941-1945) სსრკ დიდ სამამულო ომში დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის, სუვოროვის III ხარ., და 3 წითელი ვარსკვლავის ორდენით.