იზოპრენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იზოპრენი − (ინგლ. Isoprene), მოლეკულური ფორმულა C5H8 – გაუჯერებელი ნახშირწყალბდი, უფერო სითხე:

დნობის ტემპერატურა –146°C;
დუღილის ტემპერატურა –34,07°C;
სიმკვრივე – 681 კგ/მ3. იხსნება სპირტში და დიეთერში;


ჰაერში დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო სათავსებში – 40 მგ/მ3, აფეთქებასაშიში კონცენტრაცია მოცულობის მიხედვით 1,66-11,5%.

გამოირჩევა კარგი დინამიკური თვისებებით, ელასტიკურობით, სიმტკიცით გაგლეჯაზე, ელექტრო-საიზოლაციო თვისებებით, წყალმედეგობით. არამდგრადია მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების მიმართ. მნიშვნელოვანი თვისება – პოლიმერიზაცია გამოიყენება ზოგი სახის ხელოვნური კაუჩუკის (ბუტილკაუჩუკი, იზოპრენული კაუჩუკი) მისაღებად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები