იკოსაედრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ikosaedri.png

იკოსაედრი – ოცწახნაგა. წესიერი იკოსაედრი – წესიერი ოცწახნაგა, რომლის წახნაგებია წესიერი სამკუთხედები. იკოსაედრს აქვს 12 წვერო, 30 წიბო; თითოეულ წვეროში თავს იყრის 5 წიბო. თუ a- იკოსაედრის წიბოს სიგრძეა, მაშინ მისი მოცულობა

V = 5/12 · a3 (3 + √5) ≅ 2,1817a3.

ფიქრობენ, რომ სახელწოდება „იკოსაედრი“ ეკუთვნის თეეტეტს, რომელმაც იგი აღმოაჩინა. ეს ტერმინი მოიხსენიება ევკლიდეს და ჰერონის შრომებშიც.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები