ფარული დანახარჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იმპლიციტური დანახარჯი-დან)
ფარული (იმპლიციტური) დანახარჯი - (implicit expense) - ფირმის მესაკუთრის ან ფირმის, როგორც იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული რესურსების გამოყენების ალტერნატიული დანახარჯი, რაც აშკარა დანახარჯის მსგავსად, არ არის გათვალისწინებული კონტრაქტში და არც სავალდებულოა იყოს. ეს დანახარჯი არ ანაზღაურდება. მაგ., ფირმა, რომელიც იყენებს კუთვნილ შენობას და ამისათვის, როგორც მესაკუთრე, გადასახადს არ იხდის, იმავდროულად უარს ამბობს ამ შენობის არენდით გაცემის შემთხვევაში შესაძლო შემოსავალზე. იმპლიციტური დანახარჯი ფირმის საბუღალტრო ანგარიშგებაში არ აისახება.