ინტეგრალური გეომეტრია
ინტეგრალური გეომეტრია – მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის წერტილების, წირების, მონაკვეთების, წრეწირების, სიბრტყეების და სხვა გეომეტრიული ობიექტების ზოგიერთ სპეციალურ რიცხობრივ მახასიათებელს (ზომას), რომლებიც გამოითვლებიან ინტეგრების საშუალებით. ამასთანავე, ზომა უნდა აკმაყოფილებდეს ადიტიურობისა და მოძრაობის მიმართ ინვარიანტობის მოთხოვნებს.
ინტეგრალური გეომეტრიას მიეკუთვნებიან, პირველ რიგში, სიგრძეების, ფართობების და მოცულობების პოვნის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია ინტეგრებით.
ინტეგრალური გეომეტრიის განვითარებას ბიძგი მისცა ე. წ. გეომეტრიული ალბათობის ამოცანებმა, ალბათობა განისაზღვრება როგორც სასურველ შედეგთა ზომის ფარდობა ყველა შესაძლებელი შემთხვევის ალბათობათა ზომასთან.
ინტეგრალური გეომეტრია დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა XX ს-ის 20-იან წლებში.