ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლება – განტოლება, რომელიც შეიცავს უცნობ ფუნქციას, როგორც ინტეგრალის ნიშნის ქვეშ, ისე წარმოებულის ნიშნის ქვეშ. ზოგჯერ ხერხდება ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლების დაყვანა ინტეგრალურ განტოლებამდე ან დიფერენციალურ განტოლებამდე. ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლების ამონახსნი შეიძლება ვეძებოთ მიმდევრობითი მიახლოების მეთოდით.