ინფორმალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფორმალიზმი Art Informel - არაფორმალური ხელოვნება - უფორმო ხელოვნება - მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც XX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში წარმოიშვა საფრანგეთში. როგორც წესი, ამ ცნების ქვეშ აერთიანებენ ომის შემდგომი წლების ევროპის აბსტრაქტული ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს.

[[ფაილი:Wols Sulze.jpg|thumb|300პქ|მარცხნივ|[[ბეკონი ფრენსის (მხატვარი)|ფრენსის ბეკონი]]. ფიგურა ხორცით, 1954; ტილო, ზეთი, 129X122 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ჰერიოთ ა. ფოქსის ფონდი]]

ომის შემდგომი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული მიმდინარეობა Art Informel-ი (უფორმო ხელოვნება) იყო, რომელსაც ასევე Tachizsme-საც უწოდებდნენ (ტაშიზმი tache ფრანგულად ლაქა-ს ნიშნავს). Art Informel-ს პოპულარიზაციას ფრანგი კრიტიკოსი მიშელ ტაპიე (Michel Tapié, 1909-1987) უწევდა, რომელიც თვლიდა, რომ ომის შემდგომი კაცობრიობის ჭეშმარიტი არსი ხელოვნებამ მარტივი, გულწრფელი ნიშნების მეშვეობით უნდა გამოხატოს.

Art Informel -ის არაფორმალურმა ლიდერმა, ვოლსად წოდებულმა, ვოლფგანგ შულცემ (Wols, Wolfgang Schulze, 1913-1951) ისევე გაიარა ნგრევის, არეულობისა და იძულებითი მიგრაციის საშინელებები, როგორც სხვა, მილიონობით ადამიანმა 1930-იანი და 1940-იანი წლების ევროპაში. გერმანიაში დაბადებულმა ვოლსმა, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, სამშობლო დატოვა და პარიზში დამკვიდრდა, სადაც ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალებში Vogue da Harper’s Bazaar. გერმანელების მიერ ოკუპირებული საფრანგეთიდან ვოლსი ესპანეთში გაიქცა, მაგრამ იქ დააპატიმრეს, პასპორტი ჩამოართვეს და იძულებით დააბრუნეს სამხრეთ საფრანგეთში, სადაც, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირმა, ლტოლვილთა ბანაკში გაატარა ომის დარჩენილი წლები.

ომის დამთავრების შემდეგ, ის პარიზს დაუბრუნდა და კვლავ ხატვას შეუდგა. თავის ვნებიან სურათებს ის იმით ქმნიდა, რაც ხელთ მოხვდებოდა, ტილოს ზედაპირზე მსუყედ დადებულ ფერებს დანით სერავდა, თავად საღებავებს კი ჩამოღვენთვის საშუალებას აძლევდა. სურათი ფერწერა დაავადებულ, სასტიკ, ძალადობრივ სამყაროს ასახავს, რომელშიც ნახევრადაბსტრაქტული ფორმები ინფიცირებულ უჯრედებს, ან მუქ, დაბინძურებულ, ბაქტერიულ წარმონაქმნებს მოგვაგონებს. ფრანგი ფილოფოსი და ნოველისტი ჟან პოლ სარტრი მხარს უჭერდა ვოლსს, მაგრამ მალევე, 1951 წელს მხატვარი საკვებით მოიწამლა და გარდაიცვალა.

იხილე აგრეთვე

ფრენსის ბეკონი


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები