იოახაზი (იუდეის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იოახაზი - (დაახლ. ძვ.წ. 609) – იუდეის მეფე, იოშიას ძე. იოახაზი იუდეის სამეფოს მეფედ მამამ აირჩია სიკვდილამდე, რადგან ის უფროს ძმაზე უფრო ღირსეული კანდიდატი იყო მეფობისათვის, თუმცა იოახაზის მმართველობა სულ სამი თვე გაგრძელდა. მისი მეფობა იუდეაში ფარაონ ნეხო II-ის ლაშქრობით შეწყდა. ფარაონმა იუდეის მეფე ეგვიპტეში წაიყვანა, სადაც ის ტყვეობაში გარდაიცვალა. ეგვიპტელებმა იუდეას დიდი ხარკი დაადეს, ხოლო მეფედ იოახაზის უფროსი ძმა, ელიაკიმი დასვეს, რომელმაც სახელი შეიცვალა და იოაკიმი დაირქვა.