ისტორიული კარტოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული კარტოგრაფია – (historical cartography), სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ისტორიისა და კარტოგრაფიის ინტეგრაციის შედეგად. ასახავს ისტორიული ეპოქების მოვლენებს დროის გარკვეული მონაკვეთისათვის, ამუშავებს ისტორიული რუკების და ატლასების შედგენის მეთოდიკას. ემყარება ძველი დამწერლობის, არქეოლოგიის, ტოპონიმიკის, ენათმეცნიერების, სტატისტიკის მონაცემებს, ახდენს რეტროსპექტულ კარტოგრაფირებას ანუ კარტოგრაფიული მეთოდით წარსულის სურათის აღდგენას. დანიშნულების მიხედვით არის სამეცნიერო-საცნობარო და სასწავლო რუკები და ატლასები. ქართული ისტორიული კარტოგრაფიის თვალსაჩინო ნიმუშებია: ვახუშტი ბაგრატიონის, სულხან-საბა-ორბელიანის, ვახტანგ VI-ის, არჩილ II-ის, ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილი კავკასიის, საქართველოს და იმერეთის რუკები. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა 2003 წელს გამოსცა საქართველოს ისტორიის ატლასი, რომლის 67 რუკა ასახავს საქართველოს ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან XXI საუკუნემდე.


იხილე აგრეთვე

რეტროსპექტული კარტოგრაფირება

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები