იტიკავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იტიკავა – ერთ-ერთი უძველესი სამსახიობო დინასტია იაპონური კაბუკის თეატრში. იაპონიაში არსებობს მსახიობ-შვილისთვის ან ნაშვილები მოწაფისათვის მემკვიდრეობით სცენური სახელის გადაცემის ტრადიცია. მსახიობს ამ სახელს აკუთვნებენ სცენაზე პირველსავე გამოსვლის დღეს. ოსტატობის სრულყოფისდა მიხედვით, მსახიობს ენიჭება სხვა სახელი, უფრო საპატიო, მისი ახალი მდგომარეობისთვის შესაფერისი. მსახიობმა შეიძლება შეიცვალოს ორი ან სამი სახელი (მიეკუთვნება ამ სახელის მატარებელი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ან მას მერე, როცა წინამორბედმა მიიღო უფრო საპატიო სახელი). თუკი რაიმე მიზეზით მსახიობს არ შეუძლია მიიღოს ყველაზე საპატიო სახელი თავის დინასტიაში, მას შეუძლია გახდეს მისი სახელის მატარებელი ახალი დინასტიის ფუძემდებელი. ერთი რომელიმე დინასტიის სახელი არ შეიძლება მიეკუთვნოს მეორე დინასტიის მსახიობებს. XX ს. 40-50 წლებიდან იტიკავას დინასტიიდან ცნობილნი არიან: ძანძიურო I, ძანძიურო II, ძანძიურო VII, ძანძიურო IX, ძანძიურო XI, ენოსკე II, სადანძი I, სადანძი II, სადანძი III, დანსირო III, დანკო III, იაოძო IX (და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები