იუვენილური ტაბესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იუვენილური ტაბესი (ზურგის ტვინის ხმობა) - (juvenile tabes), ზურგის ტვინის ხმობის ფორმა, რომელიც ან თანდაყოლილია, ან ჩვილ და მცირე ასაკში სიფილისით დაავადებულ ბავშვებს აღენიშნებათ.
კლინიკური გამოვლინებები ისეთივეა, როგორც უფროსებში: მხედველობითი ნერვების ატროფია, ფსიქიკური დეგრადაცია, ვასერმანის რეაქცია შესაძლოა უარყოფითი იყოს.
მკურნალობის გარეშე დაავადება სწრაფად პროგრესირებს.