იუნგის მოდული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იუნგის მოდული – დრეკადობის რიცხვითი მახასიათებელი გაჭიმვისას ან კუმშვისას, რომელიც შემოიღო თ. იუნგმა (1807) - E მუდმივა, რომელიც გამოსახავს დამოკიდებულებას ნორმალურ σ ძაბვასა და ფარდობით ε წაგრძელებას შორის ისეთი დეფორმაციისათვის, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს: ε=σ/E.
თ. იუნგმა განსაზღვრა „რაიმე ნივთიერების დრეკადობის მოდული“, როგორც „იმავე ნივთიერების სვეტი (კოლონა), რომლის ფუძეზე დაწოლის (წნევის) ფარდობა იმ დატვირთვასთან, რომელიც საჭიროა ნივთიერების გარკვეულ შეკუმშვამდე მისაყვანად, ტოლია საწყისი სიგრძისა და დამოკლების ფარდობისა“; რასაც ახლა იუნგის მოდულს ვუწოდებთ, არის ამ სვეტის (კოლონის) წონა, რომელიც მოდის ფუძის ფართობის ერთეულზე.