იური გაგარინის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იური გაგარინის ქუჩაქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი); ზურაბ ჟვანიას მოედნიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში და კოლხეთის ქუჩა ერქვა. 1968 წელს იური გაგარინის სახელი ეწოდა. ქუჩაზე დგას ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (N29. 1974; არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზ. ჯალაღანია; კონსტრუქტორები: ა. კიმბერგი, თ. თხილავა), რომელიც შეტანილია 1982 წელს აშშ-ში გამოცემულ მსოფლიოს საუკეთესო ნაგებობათა კატალოგში. გაგარინის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაყარზე დგას სკულპტურული კომპოზიცია „ვეფხი და მოყმე“ (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორი ვახტანგ დავითაია).


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები